Linkin Park-ის სოლისტმა, მაიკ შინოდამ, ახალ ალბომში ჩესტერ ბენინგტონს ორი სიმღერა მიუძღვნა
ფოტო: Zimbio
Linkin Park-ის ერთ-ერთმა სოლისტმა, მაიკ შინოდამ, ამავე ჯგუფის ყოფილ მომღერალს, ჩესტერ ბენინგტონს ორი სიმღერა მიუძღვნა. ჰიპ-ჰოპ არტისტი ახალი ალბომის გამოშვებაზე მუშაობს, რომელსაც Post Traumatic (პოსტ-ტრავმატული) ქვია. ალბომის სახელი, ცხადია, სწორედ ჩესტერ ბენინგტონს სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს უკავშირდება, რომელმაც 2017 წლის 20 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მაიკ შინოდას სოლო ალბომ Post Traumatic-ში შესული სიმღერებიდან, ორი სწორედ მის მეგობარსა და პარტნიორს ეძღვნება. Crossing A Line - ასე ქვია ერთ-ერთ მათგანს, რომლის კლიპშიც არაერთხელ ჩანს ჩესტერ ბენინგტონისადმი მიმართვა.
სიმღერის ტექსტის მიხედვით, მაიკ შინოდა ჩესტერ ბენინგტონს მიმართავს და მას ესაუბრება. ერთი შეხედვით, მომღერალი ცდილობს ცხოვრება განაგრძოს და შეეგუოს მისი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებას. ის ჩესტერს ეუბნება, რომ არასდროს დაივიწყებს, თუმცა ცდილობს გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია. სიმღერის სათაური, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ მაიკ შინოდა აპირებს ტკივილი და სინანული გვერდზე გადადოს და ბენინგტონის სიკვდილს შეეგუოს, თუმცა ავადროულად, შეინარჩუნებს სიყვარულსა და პატივისცემას მისი მეგობრის მიმართ.
"ისინი გეუბნებიან, რომ მე აღარ ვდარდობ შენზე, მაგრამ იმედი მაქვს იცი, რომ ეს ტყუილია", - მღერის მაიკს შინოდა.
მეორე სიმღერას, რომელიც მაიკ შინოდას ახალ ალბომში შევა, Nothing Makes Sense Anymore (ყველაფერმა აზრი დაკარგა / არაფერს აღარ აქვს აზრი) ქვია. სიმღერა არის დაბნეულობაზე, აღელვებაზე, შიშზე, დეპრესიაზე... Nothing Makes Sense Anymore გვიყვება როგორი იყო მაიკ შინოდას ცხოვრება ჩესტერ ბენინგტონის სიკვდილის შემდეგ, როგორ შეიცვალა სამყარო მისთვის და როგორ დადგა ყველაფერი ყირაზე. შინოდა გვიყვება, რომ ტკივილმა რეალობას დააშორა და უკან დაბრუნება ძალიან რთული იყო.
სიმღერის ტექსტის ერთი მონაკვეთი ლექსად რომ ვთარგმნოთ, მისი შინაარსი ასეთი იქნება:
მე მივეჩვიე გაუღვიძებლად ძილს,
სიზმრებში ვიყავი ფერადი კედლები!
ვეგუებოდი მე უკვე სიკვდილს,
რომ გადაეფარა შავი წერტილები!
და როცა თვალები გამოვაჭყიტე,
სამყარო უკვე შეცვლილი დამხვდა,
ცხოვრება რომელსაც ვხედავდი მე,
უეცრად ბურუსით მოცული გახდა!
მე გული მიკვდება დღესაც და ახლაც,
თუმც გაღვიძების უმალ დრო დადგა,
მაგრამ ამდენ გაჩენილ კითხვებზე თურმე,
პასუხის გამცემი არავინ დამხვდა!
რა ბედი ეწევა Linkin Park-ს?
სიმღერების გამოსვლიდან რამდენიმე საათში, Radio.com-ზე მაიკ შინოდას ინტერვიუ გამოჩნდა, სადაც მას წამყვანმა ლინკინ პარკის მომავალზეც ჰკითხა.
"მე უბრალოდ ველოდები, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს - ჩესტერ ბენინგტონი იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო როკ მომღერალი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი მეგობარი ვიყავი. მისი ხმა ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო", - ამბობს მაიკ შინოდა.
"პირადად მე, მიჭირს ამ ყველაფრის წარმოდგენა. არ მინდა სცენაზე ავიდეთ და ვიმღეროთ ჩვენი სიმღერები მის გარეშე. ვფიქრობ, თუ ამას გავაკეთებთ და სიმღერისას გამოვტოვებთ ჩესტერის პარტიას, რომელსაც ფანები იმღერებენ, ჩემთვის ძალიან რთული იქნება. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, რა არის ჩვენი ბენდი. ამ ეტაპზე, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს", - დაამატა მან.
Vulture-სთან ინტერვიუში, მაიკ შინოდამ ბენდის მომავალზე უფრო მკაფიო და აგრესიული პასუხი გასცა:
"ვერაფრით გეტყვით, რა ბედი ეწევა ბენდს. ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოც კია, რადგან თუ ვიტყვი როგორი იქნება ბენდის მომავალი, ის აუცილებლად გახდება ჟურნალების მთავარი თემა, რაც ძალიან სულელური იქნება, რადგან ერთადერთი პასუხი არის ის, რომ პასუხი არ არსებობს. ფანებს სურთ, რომ იცოდნენ, რა ბედი ეწევა ბენდს, მაგრამ მენდეთ, მეც მინდა ამ კითხვაზე პასუხი ვიცოდე, თუმცა ფაქტია, არ არსებობს", - ამბობს მაიკ შინოდა.
მაიკ შინოდა Post-Traumatic-ის შესახებ
ლინკინ პარკის სოლისტმა და რეპერმა მაიკ შინოდამ თქვა, რომ მისთვის ეს ალბომი განსაკუთრებულია, რადგან მთელი მონდომება ჩადო, რათა მისი ისტორია მოეყოლა.
"ერთადერთი რაც უახლოესი მომავლის შესახებ ვიცი, ჩემი ალბომის გამოსვლაა, რომელშიც მთელი გული ჩავდე - და ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ ალბომი კარგად გაიყიდოს და ხალხმა ისიამოვნოს - არამედ მე ვცადე მაქსიმუმი, რომ ჩემი პერსონალური ისტორია მომეყოლა. ყველას, ვისაც მისთვის ახლო ადამიანი დაუკარგავს, კარგად ესმის, რომ ერთადერთი რასაც მთელი მონდომებით ცდილობ, ახალ რეალობასთან შეგუებაა. ცდილობ, იპოვო ბალანსი. არამგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული დასასრული ჰქონდეს. ერთადერთი მომაძრავებელი ძალა, ასეთ შემთხვევაში, მომავლის მოლოდინია. მე ვიჯექი და ვწერდი სიმღერებს, გამოვხატავდი ემოციებს და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ალბომი შევქმენი, ამიტომ გადავწყვიტე მისი ჩაწერა", - განაცხადა მაიკ შინოდამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული როკ ჯგუფის ლინკინ პარკის (Linkin Park) ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი ცხედარი კი, 20 ივლისს, საკუთარ სახლში იპოვეს.
ლინკინ პარკი 1996 წელს დაარსდა და 70 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა მსოფლიო მასშტაბით. არსებობის განმავლობაში, ჯგუფმა ორი გრემი მოიპოვა.
ორივე სიმღერა მაიკ შინოდას Youtube-ს ოფიციალურ გვერდზე 29 მარტს გამოჩნდა. მისი ახალი ალბომი, Post-Traumatic 2018 წლის 15 ივნისს გამოვა.
ამავე თემაზე:
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა


კომენტარები