რატომ ითხოვენ დამატებით 9 მილიონს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის
ფოტო: On.ge
თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის დამატებით 9 250 000 ლარს ითხოვს. როგორც თავად აცხადებენ, პროექტისთვის თავდაპირველად გამოყოფილი 21 მილიონი ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა.
თბილისის განვითარების ფონდმა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია მარჯანიშვილის მოედნიდან მშრალ ხიდამდე მონაკვეთზე 2016 წლის თებერვალში დაიწყო და მაშინ პროექტისთვის 21 მილიონი ლარი გამოიყო. მერიას დაქვემდებარებული თბილისის განვითარების ფონდი განმარტავს, რატომ დასჭირდა საპროექტო თანხის თითქმის 50 პროცენტით გაზრდა:
- სარეაბილიტაციო შენობები (მათ შორის 45-დან 38 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) აღმოჩნდა გაცილებით მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, ვიდრე იდენტიფიცირებული იყო შენობებზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზუსტი მოცულობის იდენტიფიცირება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შეუძლებელია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით.
- შენობების მდგომარეობის სიმძიმიდან და ასევე ფასადების მხატვრული ელემენტების წინასწარი შეფასების შერჩევითობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი მოცულობის სამუშაოები აღმოჩნდა შესასრულებელი, ვიდრე მოცემული იყო საპროექტო გადაწყვეტილებებში (რაც წინასწარ შერჩევით შემოწმდა, იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა ჩასანაცვლებელი, ყველა ვერ აღდგა).
- შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობის და გარანტირებულობის უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდა არამხოლოდ უშუალოდ სარეაბილიტაციო შენობების გამაგრების ჩატარება, არამედ იმავე მისამართზე მდებარე მომიჯნავე და მიჯრით მდგარი შიდა შენობების გამაგრებაც (არაფასადური მხარე) მათი მჭიდრო კავშირის გამო ერთმანეთთან.
- შენობების ფასადური და სხვა ნაწილების გასუფთავება-დამუშავების დროს, ნალესის ქვეშ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ელემენტები, რომელთა შენარჩუნებაც გათვალისწინებული არ იყო (ვერ იქნებოდა) საპროექტო დოკუმენტაციაში.
- რამდენიმე სადარბაზოში აღმოჩნდა ისტორიული მოხატულობა, რომელიც შენარჩუნების მიზნით ითხოვს დამატებით სამუშაოებს.
- საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მეთოდით შენობების რესტავრაცია ითვალისწინებდა რიგ მისამართებზე შენობების შენარჩუნების მოსინჯვით მეთოდს („დაზუსტდეს ადგილზე“), რამაც უშუალოდ სამუშაოების განხორციელების პროცესში დააზუსტა რამდენიმე შენობის მთლიანი ან/და ნაწილობრივი დაშლა-გადაწყობის აუცილებლობა, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა შენობების შენარჩუნება მათი გამოყენების პირობით.
- ხშირ შემთხვევაში ვერ მოხერხდა იმ მოცულობით მაღალმხატვრული გაფორმების ელემენტების შენარჩუნება ფასადებზე, რომლებზეც საპროექტო დოკუმენტაციაში შერჩევითი მეთოდით გადამოწმების გზით, მოცემული იყო დავალება რესტავრაციაზე. შენობების ხანდაზმულობის და ფასადების სიღრმისეულად დაზიანების გამო, შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში აუცილებელი გახდა ფასადის გაფორმების ელემენტების დიდი ნაწილის გამოცვლა და არა აღდგენა-რესტავრაცია.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. ივლისი, 2016.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. ივლისი, 2016.
გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად დოკუმენტაცია თბილისის განვითარების ფონდმა შესაბამის ვებგვერდზე 5 ივლისს გამოაქვეყნა. ფონდი განმარტავს, რომ რეაბილიტაციის განსახორციელებლად კონკურენტიანი ტენდერის გამოცხადება პროცესს გააჭიანურებს, რა დროსაც შეიძლება დაზიანდეს საპროექტო არეალში არსებული ისტორიული შენობები.
ამ დროისათვის, წინადადება განხილვის ეტაპზეა. გადაწყვეტილება 11 ივლისამდე უნდა იქნეს მიღებული.
არსებული გათვლებით, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ამჟამად აღმაშენებლის გამზირის აღნიშნული მონაკვეთი მთლიანად გადათხრილია და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილება კუსტარულად მოწყობილი გადასასვლელებით უწევს.
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა

კომენტარები