შსს-მ თბილისში მომხდარი 19 წლის პირის მკვლელობის საქმეზე, განზარახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი, რომლებიც უწყების მტკიცებით, ფაქტს შეესწრნენ და რვა დღის განმავლობაში არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, მკვლელობაში ბრალდებულს კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის 29 დეკემბერს, 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.