საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509
ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.

განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.

შესაბამისად, 2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) უარყოფითი იყო და -4 715 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330) დაფიქსირდა.

ბუნებრივი მატება

ბუნებრივი მატება

ფოტო: საქსტატი