9 სექტემბერს Apple-მა ტრადიციული ყოველწლიური პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, სახელად Surprise and shine, კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტები წარმოგვიდგინა. iPhone 18 სერიიდან მხოლოდ Pro მოდელები შემოგვთავაზეს, საბაზისო iPhone 18-ის გამოშვება კი 2027 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება.

აი, 3 მთავარი სიახლე მოკლედ:

1. ფლაგმანები iPhone 18 Pro და Pro Max

ფოტო: Appl

ახალი ფლაგმანების მთავარი ღირსება ისაა, რომ შიგნით დამატებითი, მეორე, ნეირონული პროცესორი ჩააშენეს. ამასთანავე, Apple-მა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. ერთი დამუხტვით მომხმარებლს შეუძლია Pro მოდელი 24 საათის განმავლობაში, ხოლო Pro Max — 30 საათის განმავლობაში გამოიყენოს. აიფონები ახალ A20 Pro ჩიპსეტზე მუშაობს.

ეკრანზე შესამჩნევი ცვლილება აღმოჩნდა დინამიკური კუნძულის ზომის შემცირება. ეკრანის ზედა ნაწილში იგი კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს იკავებს. 120-ჰერციანი LTPO OLED ეკრანს უფრო ინტენსიური სიკაშკაშე აქვს, ვიდრე წინა სერიის მოდელებს, ხოლო Always-On ეკრანის რეჟიმი კი ენერგიას კიდევ უფრო ეფექტიანად ზოგავს.

კიდევ ერთი მთავარი სიახლეა 48-მეგაპიქსელიანი ცვლადი დიაფრაგმის მქონე კამერა. ობიექტივი სინათლის ნაკადს f/1.4-დან f/4.0-მდე არეგულირებს. ასე დაბალი განათებისას სენსორს მეტი სინათლე მიეწოდება, ხოლო კაშკაშა განათების პირობებში კი სიღრმის ეფექტს მკვეთრად ნარჩუნდება. ახალ მოდელებს 24-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, გაუმჯობესებული ოპტიკური სტაბილიზაცია და შორ მანძილზე გადაღების დახვეწილი შესაძლებლობებიც აქვს.

ახალი Pro სერია ოთხ განსხვავებულ ფერში — შავი, ღია ცისფერი, ვერცხლისფერი და შინდისფერი — გვხვდება. ეს ფლაგმანები 256GB, 512GB, 1TB და 2TB მეხსიერებით იქნება ხელმისაწვდომი.

მეტი დეტალისთვის წაიკითხეთ სტატია: აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით

2. პირველი დასაკეცი სმარტფონი iPhone Duo

ფოტო: Apple

iPhone Duo პირველი დასაკეცი აიფონია. ხმები მის შესახებ წლებია დადის, თუმცა Apple-მა იგი საბოლოოდ 9 სექტემბერს წარადგინა.

დაკეცილ მდგომარეობაში iPhone Duo დაახლოებით პასპორტის ზომისაა, გაშლისას კი ყველაზე დიდ ეკრანს ვხედავთ, რაც კი ოდესმე აიფონს ჰქონია. გაშლილ მდგომარეობაში iPhone Duo-ს 7.6-დუიმიანი Retina ეკრანი აქვს, ხოლო გარე ეკრანი კი — 5.4-დუიმიანია. შიდა ეკრანს, ცნობისთვის, "ეკრანქვეშა" კამერა აქვს, რომელიც შესამჩნევი არ არის. შეუმჩნეველია დაკეცვის ადგილიც.

iPhone Duo-ს ახალი A20 Pro ჩიპი და C2 მოდემი აქვს, რომელიც ფაილების უფრო სწრაფად ატვირთვის საშუალებას იძლევა. გასულ წელს გამოშვებული iPhone Air-ის მსგავსად, ამ მოდელსაც მხოლოდ eSIM ექნება.

ბატარეას რაც შეეხება, კომპანიის განცხადებით, შიდა ეკრანის შემთხვევაში ვიდეოების ყურება 31 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, გარე ეკრანის შემთხვევაში კი — 44 საათით.

სმარტფონს ორი ლინზა აქვს: 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 48-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხოვანი კამერა 2x გადიდების შესაძლებლობით.

iPhone Duo 256GB მეხსიერებით $1999 ღირს და ორ ფერშია — შავი და თეთრი — ხელმისაწვდომი. წინასწარი შეკვეთები 16 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, მოწყობილობა კი 23 ოქტომბერს გახდება ხელმისაწვდომი.

მეტი დეტალისთვის წაიკითხეთ სტატია: Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo

3. Apple Watch Series 12 და Ultra 4

ფოტო: Apple

ახალ მოდელებს უკვე ნაცნობი დიზაინი აქვს, თუმცა ჯანმრთელობის სენსორული სისტემა ორივეს გაუმჯობესდა. ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გულის რითმის განახლებული მონიტორი. ახალი სისტემა გულისცემას უკვე ყოველ 5 წამში ერთხელ ზომავს — იმაზე 60-ჯერ ხშირად, ვიდრე წინა მოდელები. გარდა ამისა, საათები გულისცემის ცვალებადობას (HRV) ყოველ ხუთ წუთში ერთხელ აფასებს.

Apple-მა ახალ ჭკვიან საათებს აუდიოინტელექტის ახალი ფუნქცია დაამატა. ეს ხმის, თუნდაც კარზე კაკუნის, ამოცნობასაც მოიცავს.

Apple Watch Series 12 და Ultra 4 მოდელები Apple-ის ახალ S11 ჩიპზე მუშაობს. იგი A20 Pro-ზე დაფუძნებულ CPU-ს, GPU-სა და Neural Engine კომპონენტებს მოიცავს. Apple Watch Ultra 4 დამუხტვის გარეშე უფრო დიდხანს მუშაობს, ვიდრე წინა მოდელი.

Apple Watch Series 12-ისა და Ultra 4-ს წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. ხელმისაწვდომი ისინი 18 სექტემბერს გახდება. Apple Watch Series 12-ის ღირებულება $399-იდან იწყება, Ultra-4-ისა კი — $799-იდან.

მეტი დეტალისთვის წაიკითხეთ სტატია: Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4


Apple-ის ახალი პროდუქტების სრულ ჩამონათვალს ამ ბმულიდან იხილავთ და მათ წინასწარ შეკვეთასაც აქედანვე შეძლებთ. თუ გაინტერესებთ, რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები, ფასების ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ სტატიიდან გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.