ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
ფოტო: მამუკა ფიფია/AI
"საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ აჰყვა დასავლეთის მცდელობას, რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებაზე, ის ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება", — ამის შესახებ რუსულ სამთავრობო სააგენტო ТАСС-ს საქართველოს ყოფილმა გენპროკურორმა და რუსეთში მოხალისეთა დანაყოფ "გეორგიევსკის" მეთაურმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განუცხადა.
"რუსეთი საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში ყოველთვის გვერდით ედგა, როცა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს დასავლელი კურატორები რამდენსაც არ უნდა ეცადონ, რომ ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილი ჩაუნერგონ, საღად მოაზროვნე ადამიანები — და საქართველოში ასეთი ბევრია — ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნებიან და არა დასავლეთის მიერ შექმნილი ცრუ ნარატივების", — განაცხადა ფარცხალაძემ.
რუსული მედია წერს, რომ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობა საკუთარი ნებით გადაწყვიტა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
მანამდე რომანოვ-ფარცხალაძემ ТАСС-ს განუცხადა, რომ რუსეთში საერთაშორისო დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოყალიბდა. მეთაურის თქმით, დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.
- "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
- ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
- ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია
-
ირაკლი კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია ირაკლი კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
კომენტარები