განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
ანა ლომთაძე — Forbes Under 30-ის განათლების კატეგორიის ჟიურის წევრი
განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის შედეგიც ყოველთვის მყისიერად არ ჩანს. ზოგჯერ მისი გავლენა ერთი ადამიანის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯში, წლების შემდეგ შექმნილ იდეაში, ახალ აღმოჩენაში ან პროფესიულ გზაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ვლინდება. სწორედ ეს გრძელვადიანი გავლენა აქცევს განათლებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად, რომლის შედეგიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ საზოგადოების მომავალზეც აისახება.
"საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ადამიანების მხარდაჭერა არ ნიშნავს უკვე არსებული შესაძლებლობების ათვისების პროცესში მათ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, თავად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომელიც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ არის განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და მიღებული ცოდნა რეალურ ცვლილებად აქციონ. Forbes Under 30-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ხედვის ნაწილია — ეს არის შესაძლებლობა, აღმოვაჩინოთ და დავაფასოთ გამორჩეული ახალგაზრდები, მათი ხედვები და ის ძალისხმევა, რომლითაც ისინი ახალ შესაძლებლობებს ქმნიან", — აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
უფრო დეტალურად კი, რატომ არის განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ბანკისთვის ახალგაზრდების აღმოჩენა და გაძლიერება, ანი ლომთაძე ინტერვიუში გვესაუბრება.
განათლება, რომელიც შესაძლებლობად იქცევა
ჩვენი გამოცდილებით, განათლებას ყველაზე დიდი ძალა აქვს მაშინ, როდესაც ის მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება და ადამიანს მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
სწორედ ამ ხედვით ვუჭერთ მხარს და ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას — სასკოლო განათლებისა და STEM მიმართულებებიდან დაწყებული, ფინანსური განათლებით, საერთაშორისო გამოცდილებითა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნით გაგრძელებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც კითხვების დასმას, ახალი მიმართულებების აღმოჩენას, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და ახალი გზების ძიებას შეძლებენ. სწორედ ამიტომაც ვუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც განათლებას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აკავშირებს. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ მიღებული ცოდნა ახალგაზრდისთვის მხოლოდ სასწავლო პროცესის ნაწილი არ იყოს,არამედ და ის საკუთარ შესაძლებლობებად, იდეებად და კონკრეტულ მოქმედებად აქციონ.
რატომ Forbes Under 30?
ამ ხედვას განსაკუთრებულად კარგად ეხმიანება Forbes Georgia Under 30.
როდესაც ვაკვირდებით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროში უკვე ქმნიან ცვლილებას, მათი წარმატების უკან ხშირად ერთი საერთო რამ დგას — სურვილი, მუდმივად ისწავლონ, განვითარდნენ და მიღებული ცოდნა რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად გამოიყენონ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის Forbes Under 30-ის მხარდაჭერა მხოლოდ ერთი ღონისძიების მხარდაჭერა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ადამიანები, რომლებიც დღეს საკუთარ სფეროში ახალ იდეებს ქმნიან და ხვალ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორები გახდნენ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის ჟიურის წევრისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდების ისტორიების მოსმენა, რომლებიც ცოდნას კონკრეტულ მიზნად, მიზანს კი — რეალურ შედეგად აქცევენ.
ასეთი ადამიანების შეფასებისას მხოლოდ ის, რაც უკვე შექმნეს, არ არის მნიშვნელოვანი. არანაკლებ საინტერესოა მათი გზა — რა ისწავლეს, რა გამოწვევები გადალახეს, როგორ განვითარდნენ და, რაც მთავარია, როგორ იყენებენ საკუთარ ცოდნას სხვებისთვის ღირებულების შესაქმნელად.
რატომ გვჭირდება ახალგაზრდა ადამიანების აღმოჩენა
ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მხოლოდ მათ მიერ უკვე მიღწეული შედეგების აღნიშვნას არ უნდა გულისხმობდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც ჯერ გზის დასაწყისში არიან, თუმცა უკვე აქვთ იდეა, ცოდნა და სურვილი, რომ რაღაც შეცვალონ.
ხშირად სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მხარდაჭერა — შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეა გამოსცადონ, ახალი ცოდნა მიიღონ, საერთაშორისო გამოცდილება შეიძინონ ან უბრალოდ დაინახონ, რომ მათ საქმიანობას მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ბანკის მრავალწლიანი გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანს საკუთარი განვითარების გზის განსაზღვრისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება ეძლევა, შედეგი მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება აღარ არის. მისი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები შემდეგ უკვე სხვებისთვისაც შეიძლება იქცეს შესაძლებლობად.
ეს არის ის ჯაჭვი, რომლის გაძლიერებაც გვინდა — განათლება ქმნის ცოდნას, ცოდნა აჩენს შესაძლებლობას, შესაძლებლობა კი ცვლილების საფუძველი ხდება.
"განათლების გზაზე არ გაჩერდე" — როგორც დამოკიდებულება
საქართველოს ბანკის "არ გაჩერდე" ჩვენთვის მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის დამოკიდებულება განვითარების მიმართ — სურვილი, მუდმივად ეძებო ახალი გზა, ისწავლო, სცადო და მაშინაც გააგრძელო მოძრაობა, როცა საბოლოო პასუხი ჯერ არ გაქვს.
სწორედ ასეთ ადამიანებს ვხედავთ Forbes Under 30-ის მონაწილეებსა და გამარჯვებულებში. მათ შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროები, გამოცდილება და მიზნები ჰქონდეთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ — ისინი არ ჩერდებიან. განათლებაში ინვესტირება კი სწორედ ასეთი ადამიანების მხარდაჭერაა.
საქართველოს ბანკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ დღეს არსებული შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ იმ მომავლის შექმნაში მონაწილეობას, რომელშიც ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ცოდნა, მეტი არჩევანი და მეტი შესაძლებლობა, თავად შექმნან ის, რაც ჯერ არ არსებობს.
ამიტომაც გვჯერა განათლების ძალის — და ამიტომაც არ ვჩერდებით.
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
კომენტარები