გირჩი

31 Oct. 2017, 14:26

სინამდვილეში, უმცირესობების მხარდაჭერის თითქმის ყველა ფორმა - ვინმეს ზედმეტად ხშირი ან დემონსტრაციულიც რომ ეჩვენებოდეს - მარტივ იდეას ემსახურება: დაუშვებელია უმცირესობების შევიწროება.

ასეთი იყო გურამ კაშიას მიერ ლგბტ სამკლაურის სიმბოლური ტარებაც, რაც თავად კაშიამ გასაგებად ახსნა განცხადებაში. შევიწროების დაგმობა არ არის ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება და რომც იყოს, უშედეგო იქნებოდა, რადგანაც ორიენტაცია მოწოდებებით არ ყალიბდება.

გურამ კაშიას მიერ საკუთარი პოზიციის არაორაზროვნად ახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით კაშიამ გამორიცხა ცინიკური ვერსიები, თითქოს "ევროპულ კლუბს უბრალოდ უარს ვერ ეტყოდა", საკუთარ თავზე აიღო გაუთლელი ჰომოფობების აგრესია, და პირველად საქართველოს ისტორიაში, უბიძგა უამრავ საჯარო პირს ღიად გამოეხატა ჯანსაღი პოზიცია.

გვსურს მადლობა ვუთხრათ ამისთვის გურამს, ხოლო იმ "პატრიოტთა მარშელებს", ვინც უანგაროდ მარშირებს, მოვუწოდებთ ნაკლებ პუტინისტურ სისულელეს უყურონ და მშვიდად დაიძინონ, უკნიდან მოპარული ჯანიანი ევროკავშირელის შიშის გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…