GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა — Fitch Ratings-მა და S&P Global Ratings-მა, Georgia Global Utilities (GGU) ჯგუფის ფინანსური მდგრადობა და საოპერაციო ეფექტიანობა დაადასტურეს და კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB- დონიდან BB დონემდე აამაღლეს. აღსანიშნავია, რომ GGU ჯგუფი არის ერთადერთი არასაფინანსო კომპანია, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტისგან ასეთი შეფასება დაიმსახურა. ორივე სააგენტომ კომპანიის მომავალი განვითარების პერსპექტივას სტაბილური (Stable) სტატუსი მიანიჭა.
საერთაშორისო სააგენტოების მიერ GGU ჯგუფის რეიტინგის საქართველოს სუვერენულ ნიშნულთან გათანაბრება ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს აღიარება გლობალურ ბაზრებზე პირდაპირ ასახავს ქართული საინვესტიციო გარემოს სიმყარეს, აძლიერებს საქართველოს მაკროეკონომიკურ იმიჯს და მკაფიო სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ვითარდება.
GGU ჯგუფი ევროპული წყალმომარაგების გიგანტის, ესპანური FCC Aqualia-ს შვილობილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს და ოპერირებას უწევს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების კომპანიას შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა (GWP) და მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებს.
GGU ჯგუფის მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების უმაღლესი სანდოობისა და ფინანსური მედეგობის დადასტურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ ასახავს კომპანიის მყარ ფინანსურ დისციპლინას, ეფექტურ საოპერაციო მაჩვენებლებსა და კომუნალური სექტორის მდგრად განვითარებას. საერთაშორისო სააგენტოების მიერ რეიტინგის ერთდროული გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
საერთაშორისო სააგენტოების დასკვნით, GGU ჯგუფის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად კვლავ GWP-ის წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის ხელშესახები განახლება და განვითარება რჩება. კომპანიამ უკვე აჩვენა წყლის დანაკარგების კლებისა და ენერგოეფექტურობის ზრდის მყარი დინამიკა. GGU ჯგუფის მიერ მომდევნო სატარიფო პერიოდის ფარგლებში დაგეგმილი საინვესტიციო სტრატეგია მიმართულია თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაციაზე, წყლის დანაკარგების კიდევ უფრო შემცირებაზე, სატუმბი სადგურების ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და გამრიცხველიანების პროცესის გაგრძელებაზე.
Fitch Ratings-ისა და S&P Global Ratings-ის მიერ მინიჭებული გაუმჯობესებული რეიტინგი FCC Aqualia-ს შვილობილ კომპანიას — GGU ჯგუფს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, წარმატებით განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და მოიზიდოს გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი GWP-ის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად.
GWP-ის მფლობელი კომპანია GGU ჯგუფი აგრძელებს აქტიურ ინვესტირებას დარგის ინსტიტუციონალურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, საოპერაციო გამჭვირვალობის ზრდასა და თითოეული აბონენტისთვის საიმედო მომსახურების მიწოდებას.
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
კომენტარები