საკანონმდებლო ცვლილებებით ახალი კატეგორია — "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა" შემოდის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა.
დარახველიძის განცხადებით, საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლებით 35 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება მუდმივი ბინადრობის უფლებას, ის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე გაიცემა. ბოლო მონაცემებით, ქორწინებით მიღებული ბინადრობის უფლებით 30 000-მდე უცხოელი სარგებლობს.
დარახველიძის განმარტებით, ბინადრობის მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ფიქციური ქორწინებებია.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. გასამმაგებულია, მაგალითად, 2024 წლის პირველ კვარტალში მოთხოვნები, რაც, ასე ვთქვათ, აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ბინადრობის გაცემის საფუძველი შეიძლება ფიქციური ქორწინება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას," — განაცხადა დარახველიძემ.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა — "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა". თუ ადრე საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებით უცხოელი მოქალაქე უვადო ბინადრობას იღებდა, ცვლილებების შემდეგ ის პირველ ეტაპზე ერთი წლით მოიპოვებს ბინადრობის უფლებას, შემდეგ კი — 2-2 წლით. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება 5 წელს გასტანს, შესაძლებელი იქნება უვადო ბინადრობის მიღება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს წყვილის გასაუბრებას კომისიის წინაშე და ქორწინების ავთენტურობის დადასტურებას. დარახველიძემ განაცხადა, რომ ფიქციური ქორწინების გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე სამართლებრივი წარმოება დაიწყება.
"იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიქციურ ქორწინებას, მოხდება მისი ბათილად ცნობა, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები, ბუნებრივია, მიეცემიან პასუხისგებაში. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ფიქციური ქორწინება და ეს იქნება ნამდვილი ქორწინება, პირველ ჯერზე გაიცემა ერთწლიანი ბინადრობა, რომელიც შემდგომში ორ-ორი წლის ვადით გაგრძელდება. თუ ხუთი წლის განმავლობაში ეს ქორწინება შენარჩუნდება, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მუდმივი ბინადრობის გაცემა," — განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძემ მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, ჩატარებულ სასწავლო ბინადრობის გაცემის წესების ცვლილებების ი რეიდების შედეგად დადგინდა, რომ უცხოელი სტუდენტების უმეტესობას უნივერსიტეტში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ისინი კვლავ სარგებლობდნენ სტუდენტური ბინადრობის უფლებით.
დაანონსებული ცვლილებების თანახმად:
• უცხოელი სტუდენტის ენის ბარიერს არა უნივერსიტეტი, არამედ გამოცდების ეროვნული ცენტრი დაადგენს. ასევე განისაზღვრება უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებიც სტუდენტური ბინადრობის მოსაპოვებლად იქნება საჭირო.
• თუ უცხოელი სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს, ის ბინადრობის უფლებას დაკარგავს.
• თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღით ან მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს ბინადრობის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს.
• ცვლილება ეხება ქვეყნის დატოვებასაც — გარდა საპატიო მიზეზებისა, სტუდენტი ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუ ქვეყანას 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს.
• იქმნება ბაზა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვისა და სწავლის შესახებ ინფორმაცია აისახება.
• მხოლოდ სრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს სტუდენტური ბინადრობის უფლების მიღებას. არასრულწლოვანი პირებისთვის კი გაიცემა ახალი კატეგორიის, D6 კატეგორიის, ერთწლიანი ვიზა.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები