ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობა" არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება
პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და პარტიის ლიდერებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება.
- თინა ბოკუჩავა: გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა
- მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
წილოსანის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო მოაზრება აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ დიდ შოუდ იქცა. მისივე თქმით, პარტია დაღმასვლის გზაზეა და მას ნორმალური ახალგაზრდები არ შეუერთდებიან.
"ნაციონალურ მოძრაობას რომ სრულებით არანორმალური ლიდერი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი სახით, ახალი არაა. მაგრამ ამ ლიდერის წინ, კეკლუცობისთვის და თბილი ადგილის მოსაპოვებლად რომ ახლა ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს, ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ალბათ. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთის იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმიტომ იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ და როგორღაც პირველობა დაიმსახურონ. თუმცა ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც სჭირდება ისეთი იაფფასიანი "შოუმენი", როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი.
ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, რომ მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით ნაცმოძრაობის განახლება ყველაზე დიდი სისულელეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს და გააკეთონ. ნაცმოძრაობა არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც ნაცმოძრაობა დღემდე დგას, არის ფუნდამენტალისტი ნაცები, რომლებიც ვერ გამოდიან ძალადობრივი რეალობიდან და ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ თავის ბელად სააკაშვილს", — განაცხადა წილოსანმა.
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ მიდიოდა სუს-ში და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ მიდიოდა სუს-ში და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები