კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
ფოტო: KENZO TRIBOUILLARD/AFP/Getty Images
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კანიე ვესტსა და მის კომპანიებს $438,558-ის გადახდა დაეკისრათ. სასამართლომ დაადგინა, რომ რეპერმა საავტორო უფლებები დაარღვია, როდესაც გამოუქვეყნებელი ჩანაწერის ნიმუში Hurricane-ის ადრეულ ვერსიაში გამოიყენა. კანიეს გრემის ჯილდო სწორედ Hurricane-მა მოაპოვებინა. აღნიშნული კომპოზიცია კანიემ 5 წლის წინ ალბომ Donda-ს წარდგენისას 40 000 ფანის წინაშე კონცერტზე შეასრულა.
მოსარჩელე მხარე თავდაპირველად $564,046-ს ითხოვდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მაინც კმაყოფილი დარჩა. ადვოკატების მტკიცებით, ვესტმა ალბომის წარდგენისას კონცერტზე $5.6 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც მათი კლიენტები წილს იმსახურებენ. ადვოკატების თქმით, იმ ღამეს შესრულებულ 15 სიმღერას შორის, Hurricane-მა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ Ye-მ მანამდე სიმღერის ნაწყვეტი ინტერნეტში თავადვე გაავრცელა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 2021 წლის 29 აგვისტოს Donda-ს გამოსვლის შემდეგ, Hurricane ალბომის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.
ფოტო: Getty Images
კანიეს მიერ გამოყენებული ერთწუთიანი ჩანაწერი, კერძოდ MSD PT2, მოიცავდა გიტარის, ბასისა და კლავიშის პარტიებს. ექვსდღიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ნაფიც მსაჯულებს ეს სიმღერა არაერთხელ მოასმენინეს.
ჩვენების მიხედვით, მუსიკოსებმა — ხალილ აბდულ-რაჰმანმა, სემ ბარშმა, დენ სიფმა და ჯოშ მიზმა — ჩანაწერი 2018 წლის მარტში შექმნეს და ერთ-ერთ პროდიუსერს გაუზიარეს, რომელმაც ის Ye-ს გადასცა. 6 თვის შემდეგ, მუსიკოსები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ Ye-მ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აშკარად ისმოდა MSD PT2.
თავდაპირველად, ვიდეოს ნახვისას, მუსიკოსებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და ამ კავშირის აღსანიშნავად ინსტაგრამზე ემოციური პოსტები გამოაქვეყნეს. თუმცა, როგორც ჩვენებაში განმარტეს, იმ დროს ჰქონდათ იმედი, რომ კანიეს მიერ ჩანაწერის გამოყენების სანაცვლოდ ანაზღაურებას მიიღებდნენ. სიფმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა: "ვინაიდან MSD PT2 ვესტის სიმღერის ინსტრუმენტულ საფუძველს წარმოადგენდა, 4 მუსიკოსს კომპოზიციის საავტორო უფლებებიდან შემოსული თანხის 50% უნდა მიეღო, ხოლო მეორე ნახევარი — ტექსტისა და მელოდიის ავტორებს".
ადვოკატის თქმით, მუსიკოსები Ye-ს პირადად არასდროს შეხვედრიან და ჩანაწერის გამოყენებაზე არანაირი ნებართვა არ მიუციათ.
ფოტო: Getty Images
გასულ კვირას მიცემულ ჩვენებაში Ye-მ თავადვე აღიარა, რომ ატლანტას კონცერტის შემდეგ Hurricane-დან MSD PT2-ის ჩანაწერი შეგნებულად ამოიღო. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს, რომ Donda-ს საბოლოო ვერსიაში გამოყენებული იყო MSD PT2-ის კომპოზიციის ხელახლა შექმნილი ელემენტები და არა პირდაპირ ორიგინალური ჩანაწერი.
ადვოკატის მტკიცებით, Ye-მ ჩანაწერი აიღო, გამოიყენა და მოსასმენ ღონისძიებაზე მისგან ფულის შოვნის შემდეგ უბრალოდ მოიშორა. მან აღნიშნა, რომ MSD PT2 ამის შემდეგ სამუდამოდ Ye-სთან იქნება ასოცირებული: "ჩვენ აღარ მოგვეცა შანსი, ის სხვისთვის გაგვეგზავნა. არცერთი სხვა არტისტი აღარ მიეკარება იმას, რასაც Ye ერთხელ უკვე შეეხო".
როდესაც სიტყვა დაცვის მხარეს გადაეცა, Ye-ს მთავარმა ადვოკატმა, ედუარდო მარტორელმა, ყურადღება მუსიკოსების აღფრთოვანებულ პოსტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისინი "ეხვეწებოდნენ მეგავარსკვლავს", რომ მათი ჩანაწერი გამოეყენებინა. მისი თქმით, Ye-მ მუსიკოსები Hurricane-ის ავტორებად ჩანაწერის ამოღების შემდეგაც კი ნებაყოფლობით მიუთითა და არც მაშინ შეწინააღმდეგებია, როდესაც მათმა წარმომადგენლებმა, დავის მიმდინარეობისას, დროებითი შეთანხმების სახით კომპოზიციიდან შემოსული ჰონორარის 30%-იანი წილი დაირეგისტრირეს.
Ye-მ კარი გაუღო და ნება დართო ამ ბიჭებს, მისი სამყაროს ნაწილი გამხდარიყვნენ, მათ კი საპასუხოდ უჩივლეს. ეს საქმე მხოლოდ ფულის შოვნის მცდელობაა, — განაცხადა მარტორელმა.
ფოტო: Getty Image
ადვოკატმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ კომპანიამ სახელად Artist Revenue Advocates (ARA), რომელიც 2024 წელს მუსიკოსების სახელით Ye-ს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად შეიქმნა, "დაინახა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი" და თავდასხმა გადაწყვიტა.
Ye-ს წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის გამო მრავალი სარჩელია შეტანილი სასამართლოში. თუმცა კანიეს სკანდალები ხშირად მუსიკის ფარგლებსაც სცდება — მომღერალი არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში თავისი ნაცისტური, ანტი-სემიტური და რასისტული განცხადებების გამო.
სასამართლო მასალებში ARA აცხადებს, რომ MSD PT2-ის შემქმნელი მუსიკოსები 3 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ სიმღერა Hurricane-იდან კუთვნილი წილის მიღებას, რის შემდეგაც უფლებები ARA-ს გადასცეს, რათა ორგანიზაციას სარჩელი შეეტანა და "სამართლიანობისთვის ებრძოლა".
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები