სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ საია-ს და მედიაორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყოს, რომელიც FARA-ს შეეხება. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია "მთის ამბების" ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა და საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა გაავრცელეს.
გელა მთივლიშვილის თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საია-ს თავმჯდომარე კი წერდა, რომ FARA-ს კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.
"ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.
მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიციირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.
1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს", — წერს საია-ს თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე საია-მ ბრიფინგი გამართა.
საჩივარი ექვს სუბიექტს ეკუთვნის. ესენია: საია, "სტუდია მონიტორი", "საქართველოს ამბები“ და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი სამი ფიზიკური პირი. მომჩივანთა განცხადებით, კანონი აშშ-ში მოქმედი "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისგან" შინაარსით რადიკალურად განსხვავდება. სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემის ვადად 2026 წლის 21 ივლისამდე აქვთ. ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, ქართულმა ოცნებამ მიიღო "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი", ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საია-მ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით, კერძოდ, სამი ორგანიზაციის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და მედია ორგანიზაციები: სტუდია მონიტორი და საქართველოს ამბები), და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.
ქართული ოცნება ამ კანონს ამერიკული FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.
საჩივარში საია დავობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის.
საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (წარსულში "ანტიკორუფციული ბიურო" — ახლა მისი სამართალმემკვიდრე, აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან, დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ.
პროცედურის კუთხით, განვმარტავთ, რომ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებით, ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერ სახელმწიფოს მოუწევს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ, საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა, არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ან/და კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა.
შეკითხვები:
— მსხვერპლის სტატუსი - შეუძლიათ თუ არა მომჩივნებს, განაცხადონ პრეტენზია „მსხვერპლის“ სტატუსზე კანონის მოქმედების გამო (კონვენციის 34-ე მუხლი)? კერძოდ, გავრცელდა თუ არა მათზე კანონის რომელიმე დებულება?
— პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა — წარმოადგენს თუ არა კანონით დადგენილი პერსონალური მონაცემების წარდგენისა და ეტიკეტირების ვალდებულება ჩარევას ფიზიკური პირების (მომჩივნები) უფლებებში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან?
— გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება - დაარღვია თუ არა კანონის მოქმედებამ (მათ შორის: რეგისტრაციის, ანგარიშგების, გასაჯაროების, ეტიკეტირების და დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულებებმა) მომჩივანთა უფლებები (კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები)? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის ამ მუხლების მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან?
— სტიგმატიზაცია — აქვს თუ არა ორგანიზაციების "უცხოური პრინციპალის აგენტად" მოხსენიებას სტიგმატიზაციის ეფექტი, ქართული ენის სპეციფიკური ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით? აქვს თუ არა ამ ტერმინს მნიშვნელოვანი შემაკავებელი გავლენა ორგანიზაციების საქმიანობაზე? რა ობიექტური მტკიცებულებები (საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ენათმეცნიერთა დასკვნები) არსებობს იმის დასასაბუთებლად, რომ ეს დასახელება ქართულ ენაში სტიგმატიზებულ კონოტაციას ატარებს?
—"უცხოური ძალა" და "აგენტურული ურთიერთობა" — შეესაბამება თუ არა "უცხოური პრინციპალის" დეფინიცია აუცილებლობის, რელევანტურობის და სათანადო დასაბუთების პრინციპებს? კანონი საკმარისი სიცხადით განსაზღვრავს თუ არა "აგენტურულ ურთიერთობას" "უცხოურ ძალასა" და ეროვნულ "აგენტს" შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართო და პოტენციურად ბოროტად გამოყენებადი ინტერპრეტაციები?
— სანქციების პროპორციულობა — არის თუ არა კანონის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული?
— დისკრიმინაცია — წარმოადგენს თუ არა კანონის მოქმედება მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას (კონვენციის მე-14 მუხლი მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში)?
— ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა — ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს წვდომა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან შიდა სახელმწიფოებრივ საშუალებებზე საკუთარი უფლებების დასაცავად (კონვენციის მე-13 მუხლი)?
— უფლებების შეზღუდვა ფარული განზრახვით — გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა, რაც თავად ამ მუხლებით არის გათვალისწინებული (კონვენციის მე-18 მუხლი)?
სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ვადად 2026 წლის 21 ივლისი განესაზღვრა პოზიციის წარსადგენად, ხოლო, ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.
საზოგადოებას, ასევე, შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე, ფაქტობრივად, 136 ორგანიზაციისა და 4 პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა ე.წ. "რუსულ კანონთან" (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დაკავშირებით დაასრულა.
საია, როგორც მომჩივანთა წარმომადგენელი, საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას დროდადრო მიაწვდის", — ითქვა ბრიფინგზე.
ქართული ოცნების წევრი თენგიზ შარმანაშვილი საია-ს განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. მისი თქმით, "მმართველი გუნდი კითხვებს პასუხს გასცემს და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში".
"როგორც პროცედურა ითვალისწინებს, ამ კითხვებზე პასუხს გავცემთ და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე სახელმწიფოს ასეთ ურთიერთობებში. პასუხიც გასაცემი გვაქვს, ასეთი FARA-ს ტიპის კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს, ის მოქმედებს აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთშიც, რომელიც გაცილებით უფრო რადიკალურია, ვიდრე ჩვენი კანონი. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, როგორ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროფესიონალები ამას ნათლად დახატავენ", — განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა (კომენტარს IPN ავრცელებს).
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
კომენტარები