სტიპენდია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ აკადემიური წინსვლისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის — მარი ჭაღიაშვილი
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია — აგროსფერო ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს, მათ შორის სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირებისას. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება აგროსფეროს ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
აგროსფერომ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. შერჩეულ სტუდენტთა შორის მოხვდა აგრონომიის პროგრამის მე-4 კურსელი მარი ჭაღიაშვილი.
მარი, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აგროსფეროს სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
კარიერული განვითარების გზაზე ფინანსური მხარე არ უნდა იყოს სტუდენტის მთავარი საზრუნავი. სტიპენდია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი რესურსები აკადემიურ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებას მოვახმაოთ.
გარდა სტიპენდიისა, აგროსფერო საშუალებას გვაძლევს გავიაროთ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტისთვის. ვფიქრობ, პრაქტიკული გამოცდილების მიღება ნებისმიერი მიმართულებით შედეგიანი იქნება, თუმცა ჩემთვის ახლა განსაკუთრებით საინტერესოა ბაზების მენეჯმენტი.
როდის და რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ბავშვობიდან მქონდა შეხება პატარა საოჯახო მეურნეობასთან და გარკვეულწილად ამ დარგთან ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომ ამ სექტორში დამეწყო საქმიანობა, უფრო გვიან, აბიტურიენტობის პერიოდში მივიღე. ამ დროს უკვე კარგად მესმოდა დარგის პოტენციალი და ნათლად ვხედავდი, როგორ შევძლებდი ჩემი ცოდნისა და ინტერესის მაქსიმალურად გამოყენებას ამ მიმართულებაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ვაპირებ სწავლა ევროპაში გავაგრძელო. ევროპული უნივერსიტეტების უპირატესობა ის არის, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან ინტეგრირებულია. მინდა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მდგრადი განვითარების პრინციპები და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი ამ ფორმით უკეთ შევისწავლო. ვფიქრობ, ადგილობრივ მეურნეობას სწორედ ეს გამოცდილება გამოადგება ყველაზე მეტად.
რას მიიჩნევთ აგრომეურნეობის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში? როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო მათ დასაძლევად?
სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა პრობლემა საბოლოოდ განათლების ნაკლებობამდე მიდის. ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ, არ იციან აგროღონისძიებების სწორად მართვა და ნიადაგის ანალიზების მნიშვნელობა, ასევე, არ იცნობენ მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს, მოსავლიანობის მართვის პრინციპებს და ა.შ. სწორედ ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მოსავლიანობა და მოსავლის ხარისხი დაბალია.
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია აგრონომებსა და ფერმერებს შორის ინფორმაციული კავშირის გაძლიერება, თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე ტრენინგების ჩატარება და ციფრული პლატფორმების დანერგვა, სადაც ფერმერები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები