წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის — თეგეტასა და მწვანე პოლუსის კოლაბორაცია
ფოტო: თეგეტა
რატომ უნდა ჩააბაროთ საავტომობილო ნარჩენები შესაბამის პუნქტში, რატომ არ უნდა გააღოთ მაცივრის კარი საჭიროების გარეშე, რატომ უნდა მორწყათ ყვავილები წვიმის წყლით და რა საერთო აქვს ამ ქმედებებს ეკოლოგიასთან?
ერთი შეხედვით, ამ უცნაური კავშირის ლოგიკური ახსნა თეგეტა მოტორსის, თეგეტა გრინ პლანეტისა და ორგანიზაცია მწვანე პოლუსის თანამშრომლობით გამოცემულ წიგნშია თავმოყრილი. კრებულში 20 ეკორჩევაა გაერთიანებული და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “გარემოზე ზრუნვა თეგეტასთვის უკვე ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ პრიორიტეტებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა, თუ რა ზიანი მოაქვს, მაგალითად, საავტომობილო ნარჩენების გარემოში დატოვებას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
მწვანე პოლუსთან თანამშრომლობით გამოცემული წიგნი კი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხეების შესახებ, არამედ მათი თავიდან აცილების გზებზეც ვისაუბროთ, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსის, თეგეტა გრინ პლანეტისა და მწვანე პოლუსის თანამშრომლობით გამოცემული წიგნი სამ ძირითად თემას აერთიანებს: საავტომობილო ნარჩენების გადამუშავება, ჰაერის დაბინძურება და წყლის მოხმარება. პროექტის სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეები არიან. კრებულის ტექსტიც შესაბამისი — მარტივი და სახალისო ენით დაიწერა. წიგნის საპრეზენტაციოდ კი 10 სკოლა შეირჩა.
ეკორჩევების წიგნს ორი გმირი ჰყავს — ფლორა და ფაუნა, რომლებიც დაწვრილებით უყვებიან მკითხველებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ქცევა გარემოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. გამოცემის პირველი ნაწილი საავტომობილო ნარჩენების გადამუშავებას შეეხება. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული კომპანია, თეგეტა გრინ პლანეტი, თეგეტა მოტორსთან ერთად მუშაობს. კომპანია პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია და რჩევებიც მათი ხელშეწყობით მომზადდა.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “ჩვენი კომპანიის უმთავრესი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდაა, რაც, საბოლოო ჯამში, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სწორედ ეს მთავარი პრინციპი გვაერთიანებს მწვანე პოლუსთან. გვსურს, ერთობლივად ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ საავტომობილო ნარჩენების უყურადღებოდ დატოვება გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ აუცილებელია მათი შეგროვება და წესების დაცვით გადამუშავება, რასაც თეგეტა გრინ პლანეტი პარტნიორი ლიცენზირებული გადამმუშავებელი საწარმოების მეშვეობით აკეთებს“.
ფოტო: თეგეტა
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: “სკოლებში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაციისას მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან რჩევას ვუზიარებთ. მათ შორის, ვუხსნით და ვასწავლით, თუ რა მცირედი ნაბიჯების გადადგმით შეგვიძლია ვიზრუნოთ გარემოზე. ვუზიარებთ ჩვენს ღირებულებებსა და მიდგომებს და ვაძლევთ სტიმულს, რომ მეტად ჩართულები იყვნენ უკეთესი მომავლის შენებაში“.
მწვანე პოლუსისთვის ეკორჩევების ეს უკვე მეხუთე გამოცემაა. ორგანიზაციის მიზანია, ახალ თაობას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებაში დაეხმაროს.
გიორგი ჯაფარიძე, მწვანე პოლუსის დამფუძნებელი: “მოხარულები ვართ, რომ ამჯერად თეგეტა მოტორსთან და თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად ვაგრძელებთ ეკორჩევების ციკლს. ეს არის ეკოანბანი, რომელიც მოზარდებს აძლევს საშუალებას, გაიგონ, რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის დაუდევრობას და ამასთან ერთად, გვინდა ახალგაზრდებს გავუზიაროთ ის ელემენტარული და საბაზისო რჩევები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფაში გამოადგებათ.
ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. ბოლო პერიოდის დაკვირვება აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვითარება გაუმჯობესებულია. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ სკოლებში ერთგვარ ტესტს ვატარებთ, რომლის შედეგებიც სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილების ნათელი დადასტურებაა“.
ფოტო: თეგეტა
ეკორჩევების წიგნის საპრეზენტაციოდ შერჩეული სკოლების მოსწავლეების უმრავლესობამ ინფორმაცია უშუალოდ გამოცემის თანაავტორებისგან მიიღო. პროექტი ჯერ ისევ გრძელდება, ოქტომბრის პირველ ნახევარში დასრულდება და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას 500-მდე მოსწავლე გაიგებს. უშუალო შეხვედრებთან ერთად, რჩევების მეტი ხელმისაწვდომობისთვის 15 პოსტერიც მომზადდება. ქარდები სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსდება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები