მასწავლებელი: ქართული ოცნების შეხვედრაზე მოსწავლეების დასწრების გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა
ფოტო: ნათია მანია / Facebook
სადახლოს პირველი, სადახლოს მეორე, თაზაკენდისა და მოლაოღლის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დილით, გაკვეთილების დროს, ქართული ოცნების საარჩევნო შეხვედარს დაესწრნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის შესახებ სადახლოს მეორე სკოლის პედაგოგის, ნათია მანია ფესიბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებსა და მე-9 კლასელების ნაწილს მესამე გაკვეთილის მერე მეცადინეობა აღარ ჩატარებიათ:
"სადახლოს კლუბში არათუ დასაჯდომი, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არსად იყო. უხუცესები, მასწავლებლები და გოგონები ისხდნენ. პარტიული აქტივისტები, სოფლის ბიჭები, ჭაბუკები და უმუშევარი შუახნის მამაკაცები ფეხზე იდგნენ".
ის ასევე აღწერს, რომ კონცერტის გახსნის შემდეგ, მომღერლების უკან 41-ნომრიან ლურჯ ხალათებში ჩაცმული ათიოდე წლის ბავშვები ხუთჯვრიან და მუქ ლურჯ დროშებს აფრიალებდნენ.
ნათია მანია აღნიშნავს, რომ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთ-ერთი წევრიც ესწრებოდა.
სადახლოს სკოლის დირექტორი, საიატ ხალილოვი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ მას მერე რაც მოსწავლეებმა გაიგეს რომ კლუბში კონცერტი იქნებოდა, "გაიქცნენ და დაესწრნენ":
"მეც დაინტერესებული ვიყავი. ვუჭერთ მხარს ხელისუფლებას და ეს ყოველთვის ასე იყო. არ აქვს მნშვნელობა რომელი პარტიაა, როგორც ჩვენი მამები და ბაბუები იყვნენ ისე ვართ".
კენან ომანოვი, რომელიც მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელია ამბობს, რომ აღნშნულ აფქტზე აქამდე არ იცოდნენ და ამას სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა, როცა არის ეჭვი მოსწავლეებისა და სასკოლო რესურსის პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვის, ძალიან დეტალური მოკვლევის საგანია, თუმცა უფროსკლასელების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს:
"რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, გაფრთხილება. ამ შემთხვევაშიც გავერკვევით, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროს კლასელებს, მათ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში".
სასწავლო დაწესებულებებში მსგავსი შემთხვევები გასულ თვეშიც მოხდა. ქართული ოცნების დროშებით ბავშვებთან ფოტოს გამო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე 1 000 ლარით დაჯარიმდა.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები