უსაფრთხოების გარანტია, რომელიც მოკავშირეებს რეაგირებას 24 საათში ავალდებულებს — ჯორჯია მელონის წინადადება
ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას განიხილავენ, რომელიც კიევის მოკავშირეებს დაავალდებულებს — რუსეთის მიერ თავდასხმის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში მიიღონ გადაწყვეტილება, გაუწიონ თუ არა სამხედრო დახმარება უკრაინას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ეს გეგმა, რომელიც NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს წააგავს, მაგრამ რეალურ წევრობას არ გულისხმობს, იტალიის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის ინიციატივაა. ეს ერთ-ერთია იმ ვარიანტებს შორის, რომელთა განხილვაც ახლა ევროპაში მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას მხარი დაუჭირა.
მელონის გეგმაში აღნიშნულია, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მას შეუძლია შესთავაზოს კოლექტიური დახმარების მექანიზმი, როგორც საუკეთესო ალტერნატივაა.
მიუხედავად იმისა, რომ "ნატო-ლაითი" ბევრად ჩამოუვარდება ალიანსის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას, ის იმ ქვეყნების შეთანხმებას მოიცავს, რომლებსაც უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. თავდასხმის შემთხვევაში ისინი სწრაფად შეათანხმებენ შესაძლო რეაგირებას. ვარიანტები მოიცავს უკრაინისთვის სწრაფ და მუდმივ სამხედრო დახმარებას, ეკონომიკურ მხარდაჭერას, უკრაინის არმიის გაძლიერებას და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ჯერჯერობით უცნობია, გულისხმობს თუ არა ეს გეგმა პირდაპირი სამხედრო ძალების გაგზავნას უკრაინაში.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგად, რომელშიც დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, აშშ-მა უფრო მკაფიოდ დაადასტურა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვის მზადყოფნა.
ევროპელი ოფიციალური პირები უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებაზე მუშაობენ, მათ შორის — პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ფრანგი და ბრიტანელი სამხედროების გაგზავნის გეგმაზეც.
მელონის წინადადების ზუსტი ადგილი ამ პროცესში ჯერჯერობით გაურკვეველია. მისი მთავრობის ერთ-ერთი ვარიანტი ეფუძნება 2024 წელს რომსა და კიევს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც უსაფრთხოების მექანიზმებსაც მოიცავს. თუმცა, როგორც ამბობენ, განხილვები კვლავ მიმდინარეობს და ცვლილებების შესაძლებლობა დიდია. იტალიის მთავრობამ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
მელონი პირველი იყო, ვინც უკრაინისთვის NATO-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება მოითხოვა, ალიანსში გაწევრიანების გარეშე. მარტში მელონიმ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტა უფრო მდგრადი იქნებოდა, ვიდრე ადგილზე ჯარის განთავსება.
მიუხედავად იმისა, რომ მელონის გუნდი თავდაპირველად ტრამპის მკვეთრი საგარეო პოლიტიკის ნაბიჯებით შეშფოთებული იყო, Bloomberg-ის ცნობით, ურთიერთობები ბოლო თვეებში საგრძნობლად დათბა.
"მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ წინადადებით, რომელიც, ასე ვთქვათ, მეხუთე მუხლის მოდელზეა დაფუძნებული და თავიდანვე იტალიური ინიციატივა იყო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წარვადგინოთ ჩვენი წინადადებები მშვიდობისა და დიალოგისთვის — ეს არის ის, რაც ერთად უნდა შევქმნათ," — აღნიშნა მელონიმ.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები