ტრამპი აცხადებს, რომ მან დაასრულა ომი "აბერ-ბაიჯანსა" და ალბანეთს შორის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიულ მარკ ლევინთან თოქ-შოუში საუბრისას განაცხადა, რომ "აბერ-ბაიჯანსა" და ალბანეთს შორის ომი შეაჩერა. ტრამპს საჯარო განცხადებებში არაერთხელ გასჭირვებია აზერბაიჯანის სწორად წარმოთქმა.
ტრამპის კომენტარები, როგორც ჩანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტსა და თეთრ სახლში მის მიერ ორგანიზებულ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანს შორის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრას უკავშურდებოდა. შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი და სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა, თუმცა ხელი არ მოუწერიათ.
კომენტარები გაჟღერდა იმ დროს, როცა ტრამპმა ჩამოთვალა შვიდი კონფლიქტი, რომლებიც, მისი თქმით, საკუთარი პრეზიდენტობის მეორე ვადაში, პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოაგვარა. ის ამტკიცებდა, რომ ინდოეთ-პაკისტანის ომი "ყველაზე მარტივი" მოსაგვარებელი იყო და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განხილვა განაგრძო.
"ბევრი საოცარი, საოცარი რამ. თქვენ ნახეთ აბერ-ბაიჯანი. ეს იყო დიდი ამბავი, რომელიც 34, 35 წლის განმავლობაში ხდებოდა ალბანეთთან დაკავშირებით. დაფიქრდით ამაზე. ვგულისხმობ, რომ ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მე გავიცანი ეს ხელმძღვანელები და ვაჭრობის წყალობით. ცოტათი მაინც მქონდა მათთან ურთიერთობა და ვკითხე: "რატომ ჩხუბობთ?" შემდეგ ვუთხარი: "თუ თქვენ ჩხუბს აპირებთ, სავაჭრო შეთანხმებას არ დავდებ". ეს სიგიჟეა," — თქვა ტრამპმა.
შემდეგ მან განაგრძო საკითხის განხილვა და აღწერა თეთრ სახლში ფაშინიან-ალიევის შეხვედრის გარემოებები.
"რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ მეორეს მოჰყვა და ეს საკითხიც მოვაგვარე. და ეს ისეთი საკითხი იყო, ხალხი ამბობდა — ამის მოგვარება შეუძლებელია. მაშინაც კი, როცა ორივე მათგანი ოვალური კაბინეტში მეჯდა ბოლოს, ხელმოწერის წინ, გვერდიგვერდ ისხდნენ, თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ და გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთი საათის შემდეგ უკვე ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ლამაზი სანახავი იყო," — აღნიშნა ტრამპმა.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგად ალიევმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შვიდპუნქტიან დეკლარაციას, რომელიც მშვიდობისკენ მიმავალ პროგრესს და 17-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად ხელმოუწერელი რჩება, რადგან აზერბაიჯანმა სომხეთს წინაპირობის სახით კონსტიტუციის შეცვლა მოსთხოვა. უცნობია, როდის გაფორმდება საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულება.
შეხვედრის ყველაზე ხელშესახები შედეგი, შესაძლოა, იყო გეგმის გამოცხადება, რომელსაც "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) უწოდეს და რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ანკლავ ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. მარშრუტის მართვას ჯერ კიდევ უცნობი ამერიკული კომპანია გეგმავს.
ფაშინიანმაც და ალიევმაც განაცხადეს, რომ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ, რასაც ის არ მალავდა, რომ დიდი ხანია სურდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები