საქართველოს ბანკმა მასწავლებლების ისტორიები კომიქსში გააცოცხლა
ფოტო: საქართველოს ბანკი
მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა ლიმიტირებული კომიქსის სერია შექმნა.
ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ინსპირაციით განხორციელდა, რომლის მთავარი მხარდამჭერიც წელს საქართველოს ბანკია.
კომიქსები იმ ადამიანების მოგონებებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლებმაც სამახსოვრო წარწერები საქართველოს ბანკის მიერ ისთ ფოინთში განთავსებულ სპეციალურ დაფაზე დატოვეს და mastsavlebeli.bog.ge-ს ვებგვერდზე გამოგზავნეს.
პატარ-პატარა ილუსტრირებული ისტორიები ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს, ემოციებს, საინტერესო და სახალისო მომენტებს აცოცხლებს.
კომიქსის პერსონაჟი — სუპერმასი თამაშობანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებს აერთიანებს. თითოეული თვისება კი თითო ამბად მოთხრობილი.
კამპანიაზე კრეატიული სააგენტო Supermarket მუშაობდა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
“გვჯერა, რომ ლაღი ბავშვობის შექმნაში მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან ერთად, თამაშობანამ შექმნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებით გაერთიანებული პერსონაჟი — სუპერმასი. სუპერმასის თითოეული თვისება გადაიქცა თითო ამბად, სადაც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების შესაძლებლობების რწმენა, დახმარების აღმოჩენა, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება და სხვ. ამ კომიქსით პირველ რიგში გვსურს, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიის მიმართ და ინსპირაცია მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მასწავლებლობას”, — აღნიშნავს თათია რევაზიშვილი, თამაშობანას დირექტორი.
“მიზნად დავისახეთ შეგვექმნა სიმბოლო, რომელიც მასწავლებლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებდა. მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, ვთხოვეთ, ონლაინ და ქუჩაში განთავსებულ დაფებზე ერთი წინადადებით დაეწერათ რაიმე მათთვის საუკეთესო მასწავლებელზე. ეს ჩანაწერები გადავამუშავეთ, გამოვყავით განმეორებადი თვისებები და ამის მიხედვით შევქმენით ერთი პერსონაჟი — წიგნის გმირი, რომელიც აერთიანებს ათასობით საუკეთესო მასწავლებლის თვისებებსა და პრაქტიკას. თითოეული თვისების მიხედვით დაიწერა პატარა ამბავი კომიქსის სახით”, — აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
ფოტო: საქართველოს ბანკი
“საქართველოს ბანკი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მიზანი უცვლელია, შევქმნათ მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას. გვჯერა, რომ ამ პროცესში პედაგოგები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისთვის და მათი ფუნქციის გადააზრებისთვის, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებდა მათ მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე დავიწყეთ მასწავლებლების შესახებ მოგონებებისა და საინტერესო ისტორიების შეგროვება, რომლებიც ახლა ჩვენ მიერ გამოცემულ კომიქსებში გაცოცხლდა. გვინდა, ეს ინიციატივა იქცეს მოწოდებად მასწავლებლებისთვის, რომ არ გაჩერდნენ და ახსოვდეთ — მათი პროფესია ძალიან ღირებულია“, — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, კომიქსები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა და თამაშობანას სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
კომენტარები