გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში მისი ცემის ფაქტზე, სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელი, დაპატიმრებული გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს. ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოხდა იზოლატორში, მისი ტრანსპორტირებისას, "ვივამედში" და უკან მისი დაბრუნებისას.
ადვოკატის თქმით, გამოძიებისთვის, საკანში ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ინფორმაცია ისეთი სიზუსტით იქნა მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას.
"ბაჩიაშვილმა უფრო დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოხდა იზოლატორში, მისი ტრანსპორტირებისას, "ვივამედში" და უკან მისი დაბრუნებისას. საქმეში ახალი ფიგურანტები არ არიან, თუმცა დაზუსტებულია გარკვეულ პირთა ვინაობა. მან კიდევ ერთხელ დააყენა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები დაარქივდეს და ამოიღონ, რათა სურათი უფრო ობიექტური იყოს. ინფორმაცია ისეთი სიზუსტით არის მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას. ჩვენთვის უცნობია, ახლა რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება," — განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მან სახალხო დამცველს მოუწოდა, მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის გიორგი ბაჩიაშვილთან შევიდნენ.
"მე ვაპირებ დავრეკო სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და საჯაროდაც მინდა მოვუწოდო სახალხო დამცველს, შაბათს და კვირას მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის შევიდნენ გიორგი ბაჩიაშვილთან," — განაცხადა ადვოკატმა.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს. NEWS.On.ge-ს თავდაპირველად ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა, რომ ის ნაცემი იყო. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
ასევე იხილეთ:
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: "ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, რადგან კოორდინაციის პრობლემა აქვს"
- რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილის ციხეში ცემა, წამების მცდელობასთან ერთად, ქონების გამოძალვის მცდელობაცაა
- შალვა პაპუაშვილი: ეს ადამიანი [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი
- "მკაფიო წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" — რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
- Amnesty international: "აუცილებელია [გიორგი ბაჩიაშვილის] განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება"
- სალომე ზურაბიშვილი: სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
- "მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — "ფედერალისტები" გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურებიან
- "იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე და ღია ჭრილობები თავის არეში" — ზურაბ ჩხაიძე ბაჩიაშვილზე
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
- პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბაჩიაშვილის საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც "მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები"
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
- გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს — ის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები