გიორგი ვოლსკი

9 Jun. 2025, 15:32

"ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა — შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა ნაცმოძრაობას მაშინ, როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში.

დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ".

"ოცნების" პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია

რუსეთის რეჟიმის კრიტიკოსის და ჭადრაკის ლეგენდის, გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილესმ, რომ მისი სიცოცხლე…