ალეკო ელისაშვილი

7 Sep. 2017, 21:06

შეიძლება ძალიან უპასუხისმგებლო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ხელშეკრულებაში 25 მილიონის გადახდა კი არ წერია, არამედ, აღნიშნულია, რომ კონტრაქტის გაწყვეტამდე წინა სამი თვის განმავლობაში ამოღებული თანხა უნდა გამრავლდეს 12-ზე და შემდეგ კიდევ გამრავლდეს კონტრაქტით დარჩენილ წლებზე. სწორედ ამ ფორმულით გამოდის ხელშეკრულების გაწყვეტისთვის საჭირო 25 მილიონი.

მე ნარმანიას ვეუბნებოდი, გამოვალ და ვიტყვი, რომ არავინ არ გადაიხადოს სითი პარკის გადასახადი, არც ჯარიმა და არც მოსაკრებელი. 100 ლარი რომ აეგროვებინათ სამი თვის განმავლობაში, ის გაამრავლეთ 12-ზე და დარჩენილ წლებზე, გამოვიდოდა რა? 2 000 ლარი. 2 000 ლარად გავუშვებდით. უბრალოდ, ამას ხმამაღლა და საჯაროდ არ ვამბობდი არასდროს.

თუ ფულს არ გადაუხდის არავინ, რას იზამს, სადამსჯელო რაზმებს შემოიყვანს? მე დეპუტატი ვიყავი და არ მინდოდა უკანონობისკენ მომეწოდებინა ხალხისთვის, თუ პროცესი არ იქნებოდა თუნდაც არაფორმალური შეთანხმების. მე რომ ამირჩიონ, ვიტყვი, რომ არ გადაუხადოთ ამას ფული და ხუთ ლარად გავუშვებთ სითი პარკს. იქით დაგვიწყებს ხვეწნას, რომ იქნებ რამდენიმე მილიონი მომცეთ და ისე გამიშვათო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა

აქტივისტი სამირა ბაირამოვას ცნობით, მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ ბაირამოვამ სოციალურ ქსელში…