ელენე ხოშტარია

17 Nov. 2024, 21:40

"წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს. ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე, წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველზე მყოფ ხალხს, აქ ვჩერდებით - თსუ-სთან გავათავეთ ღამეს. 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები; არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი. ამას სჭირდება ელემენტარული შემართება, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს ან პარტიას. მთავარი ძალა ხართ თქვენ. ეს არ არის ერთადერთი ადგილი და ეს არ არის ერთადერთი მოქმედება. კიდევ იქნება ნაბიჯები, რომელსაც შეგატყობინებთ. მაგრამ ახლა, აქ განვლაგდებით და 24 საათი არ ვიცვლით ფეხს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და დანარჩენს, ყოველსაათობრივად შეგატყობინებთ" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  3. პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
  4. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
  5. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!

ჩაერთეთ PSP-ს K-Beauty გათამაშებაში და 1000 პრიზთან ერთად, მოიგეთ Beauty ტური სამხრეთ კორეაში. თუ გიყვარს კორეული…