რიჰო ტერას

რიჰო ტერასი

8 Oct. 2024, 21:58

"დემოკრატიასთან მიმართებით ვითარება საქართველოში ათწლეულზე მეტია უარესდება. ივანიშვილის მთავრობის პირველ წლებში მან და მისმა ქვეშევრდომებმა ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ოპოზიციიდან ჩვენი ქართველი კოლეგების არაერთ დელეგაციას ვუმასპინძლეთ ამ შენობაში და ისინი დასაწყისიდანვე გვაფრთხილებდნენ: "გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი იმისთვისაა, რომ ძალაუფლება გაიტაცოს".

ყოველი არჩევნების დროს სულ უფრო მეტ ძალადობრივ ინციდენტებსა და წინასაარჩევნო ღონისძიებებს ვხედავდით, რომელსაც რეჟიმთან დაახლოებული ხალხი აორგანიზებდა, ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებენ და თავისუფალ მედიას აჩუმებენ.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, თუ ქართული ოცნება მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია — მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელის. მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. და ხელმძღვანელით — ოლიგარქ ივანიშვილით — უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…