ბადრი ჯაფარიძე

24 Sep. 2024, 14:36

"რა თქმა უნდა, ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე. გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები! ამიტომ შემდგომი მთავრობა, როცა ქართული ოცნება შეიცვლება, პროფესიონალებით, კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას.

...შესანიშნავი, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, რომელსაც თქვენ ჩაშლილს უწოდებთ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები იყო. საჯაროდ ითქვა, რომ „ქართული ოცნებას“ კოალიციას არ გააკეთებს, არცერთი ამ მოლაპარაკების მონაწილე, ასევე, გახარია პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ აქტს შეუერთდა, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას და ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები სწრაფად გახსნას. ეს მოლაპარაკებები პოზიტიური იყო და პოზიტიური შედეგი დადგა.

ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რომელიც ლანძღვა-გინებით არის დაკავებული. ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა და ასევე, უნარი, რომ პიროვნული განსხვავებები გვერდზე გადაედო და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე კონსენსუსისთვის მიეღწია, ეს არის ქართული, ეროვნული საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი".

ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ