ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

18 Sep. 2024, 18:23

"ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა - თუმცა ასეთი სანქციები, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.

როცა სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის და მე ეს შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩთან.

უფრო მეტიც, მე დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა, გარკვეული პოზიციების გადახედვის.?

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არამარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი.

ყველას მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ რაციონალურად, იმოქმედონ სამართლიანად - ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ…