ირაკლი მარტინენკო

ირაკლი მარტინენკო

17 Sep. 2024, 11:45

"შეიძლება ამერიკაში სიარულის დიდი სურვილი და გეგმა არ გვქონია, ჩვენ არც დიდი ქონება გვაქვს მანდ, მაგრამ კოკა არის ბიზნესმენი, ფინანსური თვალსაზრისით, კოკათი ფუნქციონირებს ალტ-ინფოც.

ეს სანქციები არ არის მხოლოდ ვიზის შეჩერება, ეს არის ყველანაირ ფინანსურ აქტივობაზე დადებული სანქციები. ამ ოთხ ფიგურას, მათ შორის ზურა მახარაძესა და კოკა მორგოშიას, არა მხოლოდ სავიზო მიმოსვლის სანქციები დაედოთ, მათ დაუწესეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის სანქციები ფინანსური აქტივობის თვალსაზრისით — ბანკებთან თანამშრომლობა და მათი მომსახურების გამოყენება. მათ მფლობელობაში არსებული ფირმა იქნება, თუ რაიმე ორგანიზაცია, ყველაფერი დასანქცირდება.

როდესაც ამერიკა მსგავს ფინანსურ სანქციებს ადებს ადამიანს, ნებისმიერი ბანკი, რომელიც მათ მოემსახურება, სანქციების საფრთხის წინაშე დადგება.

თავის მხრივ, კოკა მორგოშია ბიზნესშია დაკარგული და ეს ბიზნესი, შექმნის დღიდან მოყოლებული ინახავდა ალტ-ინფოს — დასაწყისში სრულად, მერე ნაწილობრივ და ბოლო პერიოდშიც ნაწილობრივ. იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში, სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. [კოკას[ ის შესაძლებლობები არ ჰქონდა, რომ ბოლომდე გასწვდენოდა ამ საქმეს და ახლა ეს სერიოზული ფინანსური დარტყმაა და სერიოზული ბარიერები შეიქმნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

პრემიერ კობახიძის თქმით, ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა არც მისი და არც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი…