გია ვოლსკი: ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, არ მესმის, რატომ გვემუქრება?
ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს - არ მესმის, რატომ გვემუქრება? არაერთხელ იყო საქართველოში, უყვარს საქართველო, ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა, მაგრამ ახლა შეიცვალა პოზიცია და ძალიან ცუდია, — ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ "საქართველოს ტრაექტორია ევროკავშირისას სცილდება".
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბორელზე "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ემოციები არ უნდა გადადიოდეს და მან საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით უნდა იხელმძღვანელოს.
"ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, ვინაიდან არასწორ ინფორმაციას აწვდის ევროპულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას. რითი ვცილდებით [ევროპას]? — არცერთი რეიტინგი არ არსებობს, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, პოლიტიკური და სხვა თავისუფლებებით, ეკონომიკური ასპექტებით, მართლმსაჯულების სისტემით დამთავრებული, რომელიც არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მდგომარეობა გაცილებით უფრო უკეთესი და მყარია, ვიდრე ყველა კანდიდატ ქვეყანაში. უფრო მეტიც - აჭარბებს კიდეც იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ევროკავშირის რიგ ქვეყნებს აქვს. ბორელი ამით უნდა ხელმძღვანელობდეს და არა იმ ემოციით, რომელიც მას შეიძლება გაუჩნდეს რადიკალური ოპოზიციის მრავალრიცხოვანი სახელებისგან შემდგარი პეტიციის შინაარსიდან. ეს არის აზრი. სწორედ ეს იყო აზრი ნაციონალური მოძრაობის გაფანტვისა, რომ უფრო მეტნი გამოჩნდნენ. ერთი არსებობს - კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მისი ემოციები არ უნდა გადადიოდეს ბატონი ბორელის ემოციაზე. გადახედოს რეიტინგებს და აქედან გამოიტანოს დასკვნა, სცილდება თუ არა იმ პრინციპებს, რაც დემოკრატიულ სამყაროს აქვს. არ არის ეს სწორი განცხადება — "ვიმსჯელებთ საპასუხო ქმედებაზე". რისთვის? რომ ეს პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანა თავს იცავს რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. არ მესმის, რატომ გვემუქრება ბატონი ბორელი? არაერთხელ იყო საქართველოში, უყვარს საქართველო, როგორც ვიყავით დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა. მაგრამ ახლა შეიცვალა პოზიცია და ძალიან ცუდია. რის გამო შეიძლება ამხელა ევროპული გაერთიანების, ამხელა სამხედრო, ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის მქონე გაერთიანების წარმომადგენელი კომისარი ემუქრებოდეს პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს, რადგან უნდა, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციის ჭაობში არ ჩაეფლოს. ევროპული სტანდარტის რომელი პრინციპი დაარღვია? გადახედოს ყველა რეიტინგს, რომელიც მეტყველებს იმაზე რომ საქართველო წინ უსწრებს ყველა კანდიდატ და მათ შორის, ევროკავშირის არაერთ ქვეყანას," — განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, "რომელიც ევროკავშირს შორდება".
მისი თქმით, სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს.
"ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება", — განაცხადა ბორელმა.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები