GOT-ის შემქმნელები: ოლენა ერთადერთი პერსონაჟია, რომელმაც საკუთარი სიკვდილით გაიმარჯვა
სამეფო კარის თამაშებში მეფეებისა და ლორდების სიკვდილი გასაკვირი რა ხანია აღარ არის. მაგრამ მეშვიდე სეზონის მესამე სერიაში, HBO-ს დრამა სამუდამოდ გამოემშვიდობა სერიალის ერთ-ერთ ბრწყინვალე პერსონაჟს, მაყურებლის ფავორიტ პერსონაჟს ლედი ოლენა ტირელს, რომლის როლსაც შეუდარებელი დაიან რიგი ასრულებდა.
ოლენა საკუთარ ბედისწერას მაშინ შეხვდა, როდესაც ლანისტერების არმია ტირელების სასახლეს მიადგნენ ჰაიგარდენში. ჯეიმიმ ოლენას უთხრა, რომ სერსეის მისი სიკვდილის რამდენიმე ვერსია ჰქონდა, მათ შორის ცოცხლად გატყავებაც, თუმცა საბოლოოდ ეს იდეა გადააფიქრებინა და მარტივად, საწამლავით მოუღებდა ბოლოს, რომელიც ღვინის ჭიქაში ჩაუსხა.
სწორედ ამ დროს, ოლენა ჯეიმის გამოუტყდა, რომ ჯოფრი მან მოკლა და წარმოთქვა უკვე საკულტო სიტყვები - უთხარი სერსეის, მსურს რომ მან ეს იცოდეს.
"როდესაც ჩვენ სამსახიობო ანსამბლში დაიანა რიგს ვიწვევდით, ნინა გოლდთან, ჩვენს კასტინგ მენეჯერთან ერთად შევხვდით მას. რა თქმა უნდა, მას კასტინგი არ გაუვლია, ჩვენ მასზე თვიდანვე ვიყავით შეყვარებული. ის ძალიან საყვარელი, სასაცილო და ნიჭიერია, ამას მოწმობს ისიც, რომ მან ზუსტად ის გააკეთა, ის შექმნა, რაც გვსურდა. ბედნიერები ვართ, რომ მუშაობა მოგვიწია ისეთ ლეგენდარულ მსახიობთან როგორიც დაიანაა. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი იყო და მისი სიტყვები, ოლენას ფინალურ ეპიზოდში გახდა ჩემი ფავორიტი მთელი სეზონის განმავლობაში", ამბობს სერიალის შემქმნელი დეივიდ ბენიოფი.
შოუს კიდევ ერთი შემქმნელი, დ.ბ. ვეისი კი ფიქრობს, რომ ოლენა არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელმაც საკუთარი სიკვდილით გაიმარჯვა:
"საოცრად მიყვარს და მომწონს ის სცენები, რომლებშიც დაიანა თამაშობს, მათ შორის მისი ფინალური ეპიზოდი პირველ ადგილზეა. მან ჯეიმის დანახვისთანავე იცოდა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა და მიუხედავად ამისა, მხოლოდ მას შემდეგ თქვა სიმართლე, რაც საწამლავი დალია, ასე აირიდა თავიდან ის სიკვდილი, რომელსაც საბოლოოდ სერსეი მიუსჯიდა - მტანჯველსა და დამამცირებელს. შესაბამისად, ოლენა ერთადერთი პერსონაჟია, რომელმაც საკუთარი სიკვდილით გაიმარჯვა", ამბობს ვეისი.
ლედი ოლენას სიკვდილს ეხმიანება ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუც და ამბობს, რომ რიგის პერსონაჟი სერსეი ლანისტერს ჰგავს.
"ოლენა ბევრი რამით ჰგავს სერსეის, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ორივე მათგანს აქვს ბნელი და ნათელი მხარე. საოცრად მომწონს ის, თუ როგორი სიკვდილი არჩია მან. არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო. მას დიდი გავლენა ჰქონდა მთელ სერიალზე და ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დიდი პატივი იყო დაიანას გვერდით დგომა", ამბობს ნიკოლაი.
დაიანა რიგი საკუთარი კარიერის განმავლობაში ნომინირებული იყო ოქროს გლობუსა და ემიზე, მათ შორის, სამეფო კარის თამაშებში შესრულებული როლისთვისაც. შოუს შემქმნელი დეივიდ ბენიოფი კი იმედოვნებს, რომ სატელევიზიო აკადემია შემდეგ წელს მას კიდევ წარადგენს ამ საპატიო ჯილდოზე.
"ის უდაოდ ერთ-ერთი ფავორიტი უნდა იყოს შემდეგი წლის ემიზე. იმედი მაქვს, სატელევიზიო აკადემია მიხვდება, თუ რამდენად მაგარი იყო ოლენა თავის ფინალურ სცენაში", ამბობს ბენიოფი.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები