ევროკავშირი

28 May. 2024, 20:22

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც კანონის გაუქმების შესახებ დეტალური რეკომენდაცია იყო გაწერილი.

ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედებით ქვეყანა უკან დაიხევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის მიხედვით განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან, მინიმუმ, სამის შესრულებაში (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ). ეს უარყოფითად იმოქმედებს ევროპის გზაზე საქართველოს წინსვლაზე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მიპყრობილი ცხრა ნაბიჯის არსებით პროგრესზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს, ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობით,7-8 ოქტომბერს საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი…