გირჩი

24 May. 2024, 17:23

ქართული ოცნების დეპუტატებს

1. აქამდე თუ იმედი გქონდათ, რომ ამერიკელებთან ბრძოლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, დღეს უკვე ცხადია, რა უფსკრულისკენ მიექანებით.

2. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. არავინაა ვალდებული ბელადს გადაჰყვეს. პირიქით, ამ დროს მორალური ვალდებულება გაქვთ რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.

3. მომავალ კვირაში ამ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა. გთავაზობთ:

  • გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, რათა კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს.
  • უმრავლესობიდან ყველა გამოსულ დეპუტატთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა და მშვიდ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები.

4. თქვენ ისიც იცით, რომ მხოლოდ გირჩს დაეჯერება სიტყვაზე და მხოლოდ გირჩია ის ერთადერთი პარტია, რომელიც არ დაუშვებს პოლიტიკურ შურისძიებას.

5. ყველა სხვა შემთხვევაში, სრულიად პოლარიზებულ საზოგადოებაში, გაიმარჯვებს თქვენი ყველაზე აგრესიული ოპონენტი და ვერც ჩვენ დაგეხმარებით და ვერც მამა ზეციერი.

ახლა თქვენი პერსონალური არჩევანი, ამ ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას განაპირობებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 84 დეპუტატს შორის მოიძებნება საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა, ვინც უფსკრულის წინ მაინც მიხვდება, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…