ირაკლი ბერაია

19 Feb. 2024, 14:36

ეს, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის, პრეზიდენტისთვის, იმ ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი რას იზამს, ამის წინასწარ პროგნოზირება არ შემიძლია. უბრალოდ, თუ კი მოხდება მის მიერ, იმის გაკეთება, რასაც მას სთხოვენ — სააკაშვილის შეწყალებას, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან, ეს მან უნდა იცოდეს ძალიან კარგად. 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი განცხადება ჩემთვის პირადად. არ უნდა საუბრობდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით. რა თქმა უნდა, ჩვენ სიკოვსიკისა და სააკაშვილის ურთიერთობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი.

— ამის შესახებ ქართულ ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განახადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე კომენტირებისას. სიკოვსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე უთხრა: "მნიშვნელოვანია, მას [მიხეილ სააკაშვილს] მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

"ბოლოს და ბოლოს აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა ქოცების მხარდამჭერი?" — ასე გამოეხმაურა…