ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

15 Dec. 2023, 18:59

11 წლის წინ აქ, თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელ ევროპულ წარმატებას სწორედ მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი.

ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება.

დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა თაობის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, ქართველ ემიგრანტებს. მადლობა თქვენ, ერთად დგომისთვის, ერთად ბრძოლისთვის და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის.

მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და მხარში ედგნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

საქართველო არის ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…