რატომ ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე?
ფოტო: endo.ge
ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული (10-დან მინიმუმ 1 ქალი) თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ ცუდად ნაკვლევი დაავადებაა. არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ენდომეტრიოზს ყურადღება მიექცა სამეცნიერო საზოგადოებაში და კვლევების დაფინანსებაც სულ რამდენიმე წელია, რაც გაიზარდა. ამ ყველაფერს პაციენტების, მათი ახლობლებისა და მეცნიერების ადვოკატირებამ შეუწყო ხელი.
მარტი ენდომეტროზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ დასახელდა და უკვე მილიონობით ქალი ყოველწელს ხმამაღლა საუბრობს ამ დაავადების, მისი სიმპტომებისა და იმის შესახებ თუ როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით.
რატომ არის ენდომეტრიოზზე საუბარი მნიშვნელოვანი?
იმის გამო რომ ენდომეტრიოზი კავშირშია მენსტრუალურ ტკივილთან და რეპროდუქციულ პრობლემებთან, ეს დაავადებაც ტაბუმ მოიცვა თითქოს მენსტრუაციის შესახებ საუბარი მიუღებელი იყოს. სინამდვილეში, მენსტრუაცია ჩვენი ჯანმრთელობის ნაწილია და როგორც სხვა დაავადებებზე საუბარი არაა მიუღებელი, ისევე ენდომეტრიოზზე საუბარი არ უნდა იყოს მიუღებელი. იმდენად გვიან დაერქვა ამ დაავადებას სახელი და იმდენად გვიან მიექცა ყურადღება, რომ არამხოლოდ საზოგადოებაში არამედ ექიმებშიც კი ნორმალიზებულია მისი სიმპტომები: მენსტრუაცია უნდა იყოს მტკივნეული, აბა რა?!, დაღლილი კი არ ხარ, ზარმაცი ხარ, ყველანი ვუძლებთ ტკივილს და შენ რა დაგემართა. თუმცა მთავარი განსხვავება ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ენდომეტრიოზს შორის იმაშია, რომ მენსტრუაცია ცხოვრებაში ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანებს და მათ ცხოვრების ხარისხს არ უნდა აზიანებდეს, თორე ჰო, აქა-იქ ყველას სტკენია თვეში ერთხელ.
დაგვიანებული დიაგნოზი
ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას საშუალოდ 8 წელი სჭირდება ანუ საშუალოდ 8 წელი ცხოვრობენ ადამიანები ამ სიმპტომებით და საპასუხოდ მკურნალობას კი არა, მხოლოდ მენსტრუაციაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს იღებენ.
ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ხშირად უწევთ სასწავლებისა თუ სამსახურების გაცდენა ტკივილის გამო. ხშირად ქალები არაკვალიფიციურ ექიმებს აწყდებიან, რომლებსაც არანაირი მგრძნობელობა არ აქვთ ამ თემის მიმართ და ძალიან ცოტა იციან ამ დაავადების შესახებ, ისიც უმეტესობა მოძველებული მიდგომებია ხოლმე (იმ დროიდან, როცა მიიჩნეოდა, რომ ენდომეტრიოზი მხოლოდ “ქალური პრობლემა” იყო და არა დაავადება, რომელიც მთელ სხეულზე ახდენს გავლენას).
რა მიზანი გვაქვს?
ბლოგი ცხოვრება ენდომეტრიოზით და მის ქვეშ არსებული ფეისბუქ ჯგუფი თუ სხვადასხვა პლატფორმები იმისთვის შეიქმნა, რომ ამ დაავადებაზე ცნობიერების გაზრდას შეუწყოს ხელი და ინტერნეტში ქართულ ენაზე სანდო ინფორმაცია შეიქმნას. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ ენდომეტრიოზის სიმპტომები არ არის ნორმა და არ არის ის, რასაც უნდა შეეგუოს და ჩვენც მასავით ვგრძნობთ თავს, მაგრამ ვეძებთ გზებს როგორ ვიყოთ უკეთ და მას აქვს უფლება იცოდეს, რომ არსებობს ეს გზები.
ენდომეტრიოზის მართვა
სამწუხაროდ, ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, სანამ მეცნიერები არ იპოვიან პასუხს თუ რა იწვევს ამ დაავადებას (ჯერჯერობით მხოლოდ თეორიებია), თუმცა ამ დაავადების მართვის გზები არსებობს და მათი ცოდნა ყველა ქალის უფლებაა, რა სიმპტომებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, იქნება ეს გაუსაძლისი ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, უნაყოფობა თუ სხვა.
როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით?
ენდომეტრიოზით ცხოვრება ნამდვილად არ არის მარტივი, ზოგჯერ ძალიან მტანჯველია, ზოგჯერ კი ატანადი, მაგრამ იმდენი დისკომფორტი ახლავს, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი ძალიან რთულად გასაზიარებელია, თუ როგორ ვგრძნობთ თავს,, ამიტომ თუ ემოციების გამოხატვა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ამ ვიდეოთი იხელმძღვანელოთ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
კომენტარები