ბადრი ჯაფარიძე

16 Oct. 2023, 15:33

ქართული ოცნება კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის, პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სწორედ, იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, ამოცანა იყო და არის ქართული ოცნების, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ინარჩუნებდა დღემდე და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინონ ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც ქართულმა ოცნებამ დაუკვეთა. ამ შემთხვევაში, კვლავ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელი. 

საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ და რომელიც, დღეს გაახმოვანა საკონსტიტუციო სასამართლომ. 

ამბობს ლელო საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. საკონსტიტუცო სასამართლომ დაადგინა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა…