ბადრი ჯაფარიძე

9 Apr. 2023, 11:06

პირველ რიგში, 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად არის გამარჯვების დღე. სწორედ იმ მსხვერპლმა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო 1989 წლის 9 აპრილს, მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენა. ამიტომ ეს დღე არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად, არის გამარჯვების დღე, რომელმაც ქვეყანას დაუბრუნა ნანატრი თავისუფლება. ეს ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წუთით არ შეიძლება მოდუნება, ქვეყნის თავისუფლებას მუდმივად საფრთხე ემუქრება, სამწუხაროდ, შიგნიდანაც და გარედანაც. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ყოველთვის ვიყოთ მობილიზებული. გვესმოდეს, რომ ეს არის ისეთი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ისეთ უსაფრთხოების სტრუქტურაში, როგორიცაა ნატო, რომელიც სამუდამოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვას, სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი ამოცანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა…