თელ-ავივიდან თბილისისკენ დამატებითი რეისი დაინიშნა
ფოტო: ისრაელის სალეჩო / Facebook
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით მასიური სარაკეტო თავდასხმა იყო, რაზეც პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.
- სროლები იყო ღაზა-ისრაელის საზღვრის იმ ნაწილშიც, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
- თავდასხმის შედეგად ფესტივალის ასეულობით დამსწრე დაიღუპა, ნაწილი ჰამასის წევრებმა მძევლად აიყვანეს.
- დაატყვევეს ებრაელი სამხედროები და სამოქალაქო პირებიც — ჰამასის გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი ძალადობენ მძევლებზე.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა და ჯარისკაცების მობილიზება დაიწყეს, გამოცხადდა საომარი მდგომარეობაც.
- ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 900-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 3 000-მდე.
- ისრაელის კონტრშეტევის შედეგად კი, 600-მდე პალესტინელი დაიღუპა.
დეტალები: ისრაელში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილს მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყნის დატოვა სურს, ისინი ევაკუაციის სირთულეებზე საუბრობენ.
- მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში Georgian Airways-ის რეისებზე, რომლებიც თელ-ავივიდან თბილისში სრულდება, ბილეთები გაძვირდა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
- კრიტიკის პასუხად, ჯორჯიან ეარვეისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც, ტრადიციულად, თავის მართლებას კრიტიკოსებზე თავდასხმა მოაყოლა.
- "ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს", — ამტკიცებენ ისინი.
- თუმცა სხვა ავიაკომპანიების, მაგალითად Turkish Airlines-ის და Pegasus-ის ავიარეისებზე, რომლებიც თელ-ავივიდან საქართველოსკენ სრულდება, ფასი რამდენიმე ასეული ლარით დაბალია.
- პრობლემაა ისიც, რომ ბილეთები მალევე ამოიწურა და მოქალაქეების ნაწილმა შეძენა ვერ შეძლო, ამიტომ საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ დამატებითი რეისი დაინიშვნაზე მუშაობდნენ.
- 12 ოქტომბრის რეისი დაემატა, რომელიც თელავივიდან ადგილობრივი დროით 17:40 საათზე გამოფრინდება.
- ამ ეტაპზე ბილეთის ფასი 1 007 ლარია, მისი შეძენა კი ვებგვერდზეა შესაძლებელი, რადგან საქართველოს მთვარობა ამ ავიარეისებს არ აფინანსებს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
- +972526919092
- +972 52-8888513
- +972 54-7386813
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები