ბენიამინ ნეთანიაჰუ

8 Oct. 2023, 11:20

ჰამასმა წამოიწყო სასტიკი და ბოროტი ომი. მიუხედავად მძიმე ფასისა, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ეს არის ძალიან მძიმე დღე ყველა ჩვენგანისთვის. ჰამასს ყველა ჩვენგანის მოკვლა სურს. ეს არის მტერი, რომელიც ბავშვებსა და დედებს თავიანთ სახლებში კლავს. მტერი, რომელიც იტაცებს მოხუცებს, ბავშვებს და ახალგაზრდა ქალებს. ჩვენ გავანადგურებთ მათ.

მე მივმართავ ისრაელის ყველა მოქალაქეს. ჩვენ ერთად ვართ ამ კამპანიაში. ამ ომს დრო სჭირდება. ის რთული იქნება, წინ მძიმე დღეები იქნება, მაგრამ მე შემიძლია ერთ რამეს დაგპირდეთ: ღმერთის დახმარებით, იმ ძალებით, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ჩვენ გავიმარჯვებთ. 

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ვიდეო მიმართვისას. 7 ოქტომბერს დილით ღაზადან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. საპასუხოდ, ისრაელმა ოპერაცია "რკინის ხმლები" წამოიწყო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ