პრეზიდენტი ამბობს, რომ ვეტოს დაადებს ე.წ. კარვების კანონს
ფოტო: პუბლიკა
რა ხდება: 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, თითქოს "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე.
- სუს ამტკიცებდა, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და აქამდე კონკრეტული შედეგების ან გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- უწყებას ამჯერადაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
კანონპროექტი: შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატორი მმართველი გუნდია და მათი მომზადების მიზეზად სწორედ "გადატრიალების" მცდელობაზე სუს-ის განცახდებას ასახელებენ.
- განმარტებითი ბარათის თანახმად, ზუსტდება ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები, კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
- კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
- ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ბიუროს სხდომაზე, სადაც კანონპროექტი დაარეგისტრირეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ განხილვა უნდა გადაიდოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პასუხი იქნება ცნობილი.
- თეონა აქუბარდიამ იკითხა, რამდენად ლოგიკურია, რომ მსგავსი ცვლილებების საფუძველი გახდა სუს-ის განცხადება "გადატრიალების" მცდელობაზე და არა გამოძიების შედეგი.
- შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არგუმენტები კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და სხვა შინაარსობრივი საკითხები კომიტეტის სხდომაზე და პლენარულზე უნდა განიხილონ და არა ბიუროს სხდომაზე.
- საბოლოოდ, ბიურომ გადაწყვიტა, რომ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
- პარლამენტმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს.
- "როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას", — აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
კომენტარები