დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

2 Oct. 2023, 17:12

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა ე.წ. რუსული კანონპროექტი გაეწვია, სამოქალაქო სექტორის დაზიანების მცდელობები არ შეწყვეტილა. დღევანდელი განცხადებით, მმართველი პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 ოქტომბრის განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას. მსგავსი განცხადებებით, შესაბამისის უწყებები ცდილობენ შექმნან საფუძველი მომავალში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროტესტო შეკრება-მანიფესტაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის შესახებ განცხადებების წინმსწრებად გავრცელებით, მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შემზადებას აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის.

ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს თავისუფალი გამოხატვის სივრცე, კარგად ჩანს მმართველი პარტიის მორიგ ინიციატივაში, კიდევ უფრო დაამძიმოს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. კანონის პროექტის მიხედვით, დემონსტრანტებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს: აღრმავებს პოლარიზაციას, უკიდურესად ზღუდავს და მინიმუმამდე დაჰყავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რესურსი და აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებმაც ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი "რევოლუციური სცენარისთვის" მოსამზადებელი ტრენინგები ჩაატარეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  4. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  5. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?

კარადას რომ გამოაღებ, უამრავი ჭურჭლიდან, სავარაუდოდ, მაინც ყოველთვის იმ ერთს ირჩევ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.…