ლევან იოსელიანი

27 Sep. 2023, 15:43

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ჩვენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები. თუმცა, ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტუტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომელზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს. 

ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ