პრეზიდენტის ადმინისტრაცია

25 Sep. 2023, 11:21

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რუსული გადაწყვეტილება. საქართველოს შესაძლო შავ ხვრელად ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა. 

განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 23 სექტემბერს ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. იქამდე, სამი დღით ადრე კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებოდა დასკვნას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, რომელსაც, მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  3. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  4. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  5. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს. ტელეგრამ-არხების ცნობით,…