ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დახურონ C კორპუსი, რომელიც 2014 წელს დაარსდა და სადაც სერვისს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის 180-მდე ბენეფიციარი იღებს.
მათივე განმარტებით, აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა. ნახეთ განცხადების ტექსტი სრულად:
"გვინდა, გამოვეხმაუროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებულ არაზუსტ ინფორმაციას, თითქოს ილიაუნის მთავარი კორპუსი ინგრევა, სასწავლო პროცესი ფერხდება, ამავე კორპუსში განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იხურება, ხოლო ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს ილიას უნივერსიტეტი და სახელმწიფო თერაპიული სერვისის გარეშე ტოვებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ ზაფხულს ახორციელებს სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს. წელს ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებულმა ექსპერტიზამ (შპს მშენ-ექპერტი +) გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ანგარიშის მიღებისთანავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აწარმოა კონსულტაციები სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელ ექსპერტებთან იმის შესახებ, ხომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნული კორპუსის ნაწილობრივი დატვირთვა მაინც. სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ვერავინ მისცა იმის გარანტია, რომ შესაძლებელი იქნებოდა შენობის უსაფრთხო გამოყენება თუნდაც შეზღუდული მასშტაბებით.
ამ ეტაპზე, არსებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, C კორპუსში დაგეგმილი სასწავლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში გადანაწილდა ისე, რომ სწავლის დაწყების თარიღი შეუცვლელი რჩება. ამასთან დაკავშირებით გუშინვე მედიისთვის განცხადება გააკეთა ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამავე კორპუსშია განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელმაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის თანამედროვე, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული თერაპიის მოდელის დანერგვაში. 2014 წლიდან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული აბილიტაციის პროგრამას, რომელიც შემდგომ დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა და დაინერგა ენისა და მეტყველების თერაპიის კვლევითი და სასწავლო პროგრამები, ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების მოდულები. ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები ესაჭიროებათ, რომელთა მოწყობასა და განვითარებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლების განმავლობაში ასევე დიდი რესურსი ჩადო.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა უმოკლეს დროში გადავანაწილოთ ამ ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გუნდი ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს ამ ცენტრებს, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩეს თერაპიული მომსახურების გარეშე. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში მათ მოემსახურებიან იგივე პედაგოგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტში.
ამ პროცესების პარალელურად ვმუშაობთ C კორპუსის რეაბილიტაციის გეგმაზე, რათა იგი ოპტიმალურ ვადაში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს".
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები