DJI Agras T40 — რევოლუციური აგრო-დრონი საქართველოშია
ფოტო: აგროსფერო
ქართულ ბაზარზე DJI Agras T40 გამოჩნდა, უახლესი აგრო-დრონი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ავზების გაზრდილი მოცულობა, შესხურებისა და გაფრქვევის დახვეწილი სისტემები, გაძლიერებული დაცვა, რუკების გენერირების ფუნქცია რეალურ დროში, მარტივად მანევრირების შესაძლებლობები — ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც DJI Agras T40 ფერმერებს სთავაზობს. სწორედ ამ მახასიათებლების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა თუ სასუქების გაფანტვა გაცილებით იოლდება, იზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და წარმოუდგენლად მცირდება მისი შესრულებისთვის საჭირო დრო.
მაინც როგორია აგრო-დრონი DJI Agras T40-ს გაუმჯობესებული ფუნქციები და რა რევოლუციური მახასიათებლებით გამოირჩევა ის? — ამ კითხვებზე პასუხს სტატიიდან გაიგებთ
შესხურებისა და გაფანტვის ფუნქციების გაზრდილი შესაძლებლობები
ფოტო: აგროსფერო
სანამ უშუალოდ შესხურებისა და გამფანტველი სისტემების შეფასებაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ DJI Agras T40 უძლებს უპრეცედენტოდ დიდ დატვირთვას. მას შეუძლია შესხურების რეჟიმში მუშაობისას 40 კგ-ით იფრინოს, გაფანტვის რეჟიმის შემთხვევაში კი 50 კგ-ით. გაზრდილი ტვირთამწეობა მისი ინოვაციური კოაქსიალური ორმაგი როტორისა და ფრთების გაზრდილი ზომების დამსახურებაა.
DJI Agras T40 აღჭურვილია ინოვაციური ტუმბოებით, რომლებსაც შესხურების რეჟიმის დროს შეუძლია წუთში 12 ლიტრი სითხე გააფრქვიოს. ამასთან ერთად, დრონს გააჩნია ორმაგი ატომიზაციის შემასხურებელი სისტემა, რომელიც წვეთებს თანაბარ ზომებად შლის და პრეპარატის უფრო ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს. DJI Agras T40-ის ავზი იზოლირებულია სხვა დეტალებისგან, რაც იცავს დრონს კოროზიისა და დაზიანებისგან. მას, ასევე, გააჩნია მაღალტექნოლოგიური ცენტრიდანული სარქველი, რომელიც გამორიცხავს სითხის გაჟონვას.
DJI Agras T40-ს კიდევ ერთი უპირატესობა, სხვა აგრო-დრონებისგან განსხვავებით, წონის სენსორია, რომელიც აკონტროლებს ავზში დარჩენილი სასუქებისა თუ პრეპარატების რაოდენობას და მონაცემებს პილოტს რეალურ დროში აწვდის. ამგვარ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, პილოტს პროცესზე მეტ კონტროლს აძლევს და მის ეფექტიანად წარმართვაში ეხმარება.
ამ და სხვა მონაცემების წყალობით, დრონს შეუძლია საათში 1.5 ტონა სასუქი გაფანტოს, დაფაროს 21.3 ჰექტარი ტერიტორია მინდვრის კულტურების, ხოლო 4 ჰექტარი ხეხილის ბაღების შემთხვევაში.
360 გრადუსიანი რადარი, რუკების გენერირება რეალურ დროში და მოქნილი მართვის პულტი
DJI Agras T40 აღჭურვილია APAR-ის, იგივე აქტიური ფაზური სიხშირის რადარითა და Binocular Vision-ით, რომლებიც დრონს შეჯახებებისგან საიმედოდ იცავს. მათი მეშვეობით ის 50 მეტრიდანვე აფიქსირებს ბარიერებს და მარტივად უვლის გვერდს მათ.
DJI Agras T40 იღებს მაღალი გარჩევადობის ფოტოებს პილოტისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი კუთხიდან. ისინი დისტანციური მართვის პულტის ეკრანზე რეალურ დროში აისახება. აგრო-დრონს, ასევე, შეუძლია დააგენერიროს რუკები და უმოკლეს დროში მიაწოდოს ის პილოტს. რუკებისა და ფოტოების მეშვეობით პილოტი სრულ კონტროლს იღებს პროცესზე, ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერი დროს შეცვალოს მარშრუტი და მინიმუმამდე დაიყვანოს დრონის არაეფექტიანი ფრენის მანძილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ოპერაციების შესრულება ოფლაინ რეჟიმში, ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია.
DJI Agras T40 ქართველ მომხმარებლებს სულ ახლახან აგროსფერომ წარუდგინა. შესაბამისად, პროდუქტი ჯერ მხოლოდ კომპანიის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი. უახლეს აგრო-დრონზე მეტი დეტალის გაგებასაც მის ვებ-გვერდზე შეძლებთ.
აგროსფერო ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება და ქართველი ფერმერებისთვის დღეს არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები