ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობით, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. საწყის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სამი ტურის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედეგად ჟიურიმ 22 ნახევარფინალისტი შეარჩია, მათგან კი ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა.
შესრულებული დავალების შედეგებზე დაყრდნობით, ჟიურის წევრებმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩიეს, რომლებმაც 20 ათასი ლარის საპრიზო ფონდი გაინაწილეს. კონკურსის ფარგლებში, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 11 ათასი ლარი, მეორე ადგილის მფლობელს — 6 ათასი, ხოლო მესამეადგილოსან გუნდს კი — 3 ათასი ლარი გადაეცა.
პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი The Dividend Dudes გავიდა, მეორე ადგილი შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდმა Goal Diggers-მა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი ISET-ის გუნდი — Whizz-Kids გახდა. კონკურსანტების მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის ეფექტური გადაწყვეტების გამო, ჟიურიმ მეოთხე გამარჯვებულიც — ISET-ის გუნდი Hold My Beer გამოავლინა.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის სამივე ეტაპზე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ქეისი იყო წარმოდგენილი. რამაც შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, მიეღოთ საერთაშორისო დონის ცოდნა და განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მარკეტინგული საქმიანობის განსაზღვრის, გაყიდვების, ბიზნეს ოპერაციების და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.
ღია რაუნდის დავალება სასმელების სექტორს, ნახევარ ფინალის დავალება საბანკო სექტორს, ფინალური დავალება კი ფარმაცევტულ სექტორს ეხებოდა.
ფინალური რაუნდის ფარგლებში, სტუდენტებს უნდა შეემუშავებინათ ეფექტური გადაწყვეტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა მათ, მიეღოთ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის საბჭოსგან კომპანიის ახალი მედიკამენტით ბაზარზე ვაჭრობის ავტორიზაცია. შესაბამისად, მონაწილეები ისეთი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებელს მიაწვდიდა სწორ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი დაეხმარებოდა მათ, კონკურენტებთან შედარებით უკეთესად წარმოეჩინათ საკუთარი მედიკამენტი.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის შესაძლო ROI-ს, ამონაგების, შემოსავლისა და მოგების გარდა, ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვს ეყრდნობოდნენ, რომელიც ქეისის გააზრების, გადაწყვეტის გზების მოძიების, არგუმენტირების პროცესსა და ამ ლოგიკური ჯაჭვის ჟიურის წევრებისთვის წარმოჩენას გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს კონკურსი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად გაიმართა.
"საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან და საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და პროექტს ვუჭერთ მხარს. TBSC კონსალტინგთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მსოფლიო დონის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული, სხარტი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის ვქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში ახალი უნარების განვითარებას და ისეთი ცოდნის შეძენას, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება ადგილი დაიმკვიდრონ წამყვან კომპანიებში. გვიხარია, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერი კონკურსანტების აღმოჩენის შესაძლებლობა გვეძლევა. საქართველოს ბანკის გუნდი კი არ ჩერდება და მომავალში უფრო საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები