რა მოხდა ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე — მოკლედ
ფოტო: ფორმულა
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
- ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს 2 აპრილს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
- პირველ მაისს გამართულ პროცესზე სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.
რა მოხდა ახლა: გუშინ, 13 ივნისს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ბრალების მხარის ორი მოწმე გამოიკითხა.
- სასამართლოზე მოწმის სახით პირველი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის თანამშრომელი, ლია კასროშვილი წარსდგა.
- ექსპერტმა თქვა, რომ ავტომობილი ტოიოტა კოროლა მთალიანად დამწვარი იყო.
- ასევე, აღნიშნა, რომ მანქანაზე აღებულ ანაწმენდებში ექსპერტიზამ ნათვობპროდუქტების კვალი ვერ იპოვა.
- მასალა მომზადებულია სასამართლოდან მედიების მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე, ასევე, ნეტგაზეთის, რადიო თავისუფლებისა და პუბლიკის რეპორტაჟებზე დაყრდნობით.
რა თქვა პოლიციელმა: მეორე მოწმე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილი გიორგი მაისურაძე იყო, სწორედ მისი მანქანის დაწვას ედავება პროკურატურა გრიგორიადისს.
- მაისურაძის თქმით, ის 8-9 მარტის აქციებზე მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას იცავდა.
- თქვა, რომ აქციის დღეს მანქანა მერიოტთან გააჩერა და შიგნით პირადი ნივთებიც დატოვა, რის შემდეგაც ავიდა რუსთაველის გამზირზე და რაციაში მიიღო შეტყობინება მანქანის დაწვაზე.
- პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ დემონსტრანტები მანქანას ურტყამდნენ და საღებავებს ასხამდნენ, ასევე, დაინახა, როგორ ამოატრიალეს სამსახურებრივი მანქანა და გაუჩნდა ცეცხლი.
- პროკურორის კითხვაზე, რამდენი პირი აზიანებდა მანქანას, პოლიციელმა აღნიშნა, რომ 10-ზე მეტი, ხოლო კითხვაზე, რამდენმა მოუკიდა ცეცხლი და შეუძლია თუ არა ამოცნობა, თქვა, რომ — არა.
ჩვენებასთან შეუთავსებლობა: გრიგორიადისის დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ამ ნაწილში სამართალმდამცავმა ჩვენება შეცვალა, რადგან სხვა რამ უთხრა სასამართლოს, ხოლო სხვა — გამოძიებას.
- ბითაძის ცნობით, თავდაპირველ ჩვენებაში მაისურაძეს ეწერა, რომ რუსთაველზე უკვე დამწვარი მანქანა ნახა, სასამართლოზე კი აღნიშნა, რომ უყურებდა, როგორ იწვებოდა მისი ავტომობილი.
- დაცვის მხარე დაინტერესდა, რატომ არაფერი გააკეთა პოლიციელმა მაშინ, როცა ყველაფერს ხედავდა.
- მან თავი იმით იმართლა, რომ შესაბამისი ბრძანება არ ჰქონდა მიღებული, მანქანის დაწვის მომენტს კი ქაშუეთთან ინტერნეტით ადევნებდა თვალს.
- ამოცნობაზე უარის მიღების შემდეგ, ადვოკატებმა პოლიციელს იმ პირის აღწერა სთხოვეს, ვინც, მაისურაძის თქმით, მანქანას ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ვერც ეს შეძლო.
- აღნიშნა მხოლოდ ის, რომ დაინახა, ვინც მივიდა და მოუკიდა მანქანას ცეცხლი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იყო და იდენტიფიცირება ვერ მოახდინა.
დეტალები: მაისურაძეს ადვოკატებმა ჩვენების ის ნაწილი შეახსენეს, სადაც ამბობს, რომ სამსახურებრივი მოწმობა და ფორმა მანქანაში ჰქონდა დატოვებული.
- დაცვის მხარე დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდა სამართალდამცავს თან სამსახურებრივი მოწმობა და როცა დგება პირის დაკავების საჭიროება, წარადგენს თუ არა ის ამ მოწმობას.
- რაზეც მაისურაძემ თქვა, რომ თუ პირი ამას მოსთხოვს, წარადგენს.
- "თუ მოითხოვს? ანუ თუ პიროვნებამ არ მოითხოვა, არ წარადგენთ", — ჰკითხა ადვოკატმა მას, რაზეც თქვა, რომ მოწმობა საფულესთან ერთად მანქანაში ჰქონდა და აიღებდა "თუ საჭიროება მოითხოვდა".
- "ანუ, ყოველი საჭიროებისას მიხვიდოდით მანქანასთან, აიღებდით მოწმობას და ისე დააკავებდით მოქალაქეს?" — დაცვის მხარის ამ რეპლიკაზე კი მაისურაძემ თქვა, რომ იმ დღეს არავინ დაუკავებია.
- დაცვის მხარემ პოლიციელს მისი სიტყვები შეახსენა, სადაც ამბობს, რომ რაცია დამჯდარი იყო და მანქანაში იყო დატოვებული. ადვოკატები დაინტერესდნენ, როგორ გაიგო რაციით, რომ მანქანას ცეცხლი ეკიდა.
- მაისურაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია თანამშრომლის რაციიდან მოისმინა.
ძვირადღირებული ნივთები მანქანაში: ჩვენებაში პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ავტომობილში ბევრი ძვირადღირებული ნივთი ედო.
- კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აქციის ღამეს მანქანაში ჰქონდა ლაკოსტას ბრენდის ძვირადღებული ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი, 1 300-ლარიანი Zenga-ს სათვალე და სხვა.
- ადვოკატმა პოლიციელს ჰკითხა, ეკუთვნოდა თუ არა ყველა ის ნივთი, რომელსაც ჩვენებაში უთითებდა, რაც დაადასტურა.
- აქედან გამომდინარე, ადვოკატები სამართალდამცავის შემოსავლებით დაინტერესდნენ, ეს კითხვა კი ბრალდების მხარემ გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს.
- პროკურორებმა მიუთითეს იმაზეც, რომ ბრალდებულს გამოძიება ამ ნივთების განადგურებით მიღებული ზიანის ანაზღაურებას არ სთხოვს და მხოლოდ ავტომობილის დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანია დათვლილი.
- ადვოკატმა პროკურორებს განუმარტა, რატომ იყო ეს გარემოება მნიშვნელოვანი.
- "ბრალდებულს ედავებიან მანქანის გადაწვას და ის ნივთები, რაც მანქანაში ელაგა, ფასიანია და გამოდის, რომ ედავებიან იმ ზიანის ანაზღაურებასაც, რაც დაიწვა. ვეკითხები, თუ რეალურად ელაგა იმ მანქანაში, ხელფასი რამდენი აქვს? 10 000 ლარზე მეტის ღირებულების ნივთებია ჩამოთვლილი და როგორ დავიჯერო, რომ საჯარო მოხელის ხელფასი საკმარისია ამ ნივთების შესაძენად", — თქვა ბითაძემ.
- მოსამართლე ზვიად შარაძის აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ხელფასი 2 000 ლარზე მეტი არ ექნება — მაისურაძემ თქვა, რომ მეტი აქვს.
- "კარგი, 3 000 ლარიც რომ გქონდეთ, საიდან იყიდეთ, ამაზე არ ვდავობთ. როგორ დაზოგა ხელფასი და რამდენი ჰქონდა ანაბარზე, ამას არ განვიხილავთ", — უპასუხა მოსამართლემ.
მოწმეთა დაკითხვის შემდეგ 21 წლის აქტივისტმა სიტყვა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
- მიზეზად კი უთხრეს ის, რომ პროცესი დასრულებულია და ამის შესაძლებლობა მომდევნო სხდომაზე ექნება.
- გრიგორიადისის მომდევნო სხდომა 27 ივნისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
კომენტარები