ირაკლი კობახიძე

21 May. 2023, 12:50

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით, მას პირდაპირ ბანერი უდევს ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს საკუთარ ფეისბუქზე, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან [სალომე ზურაბიშვილმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სტუმრები, რომლებიც გუშინ ყვარელში ქორწილის გადახდას აპირებდნენ, გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში. ჯერ კიდევ გუშინ, ირაკლი კობახიძემ დაზუსტებით არ იცოდა, ვინ შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ იცის, როგორი ბანერი უდევს რუსეთის მოქალაქეს თავის ფეისბუქ გვერდზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…