ნიკა მელია

24 Apr. 2023, 12:42

მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!

იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში, ფაქტობრივად, ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  4. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  5. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები…