ირაკლი კობახიძე

23 Mar. 2023, 13:19

მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დღესაც კენჭი ვუყარეთ 2 დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება 12 პუნქტის განხორციელებას და რადიკალური ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა შესაბამის ცვლილებებს.

მე არ ვიცი, ვისზე საუბრობს, აქედან გამომდინარე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღება და ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება, ამის საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რაც დასტურდება ფაქტებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…