ვიქტორ ჯაფარიძე

22 Mar. 2023, 17:07

ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა... თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე, თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს სასამართლოს. მისაღები რომ არ ყოფილიყო, არ გავაკეთებდი. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, ეგ არ არის შეურაცხყოფა, როდესაც... შეურაცხყოფა მომაყენა, მოღალატე დამიძახა. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავის სიტყვებისთვის. და პირი გამოირეცხოს სუყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ. [...]

მისაღები არ არის, რასაც ესენი აკეთებენ, პოლარიზაციას აკეთებენ მოსახლეობაში, რომ ესეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს, ეგაა მისაღები? ეგ მოგწონთ? მატყუარები ბრძანდებით თქვენც და სხვებიც, ვინც ლაპარაკობს, რომ ესაა რუსული კანონი. 

განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. დღეს, პარლამენტის სხდომაზე, ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. მისი გაღიზიანება გამოიწვია სიტყვა "აგენტმა", რომლითაც ის ცოტა ხნის წინ აპირებდა, მოენათლა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. დეპუტატი ძალადობას ამართლებს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…